ღამის დისტრიბუციის ამოქმედების შემდეგ, შეიძლება თბილისში მცირე და საშუალო მაღაზიები დაიხუროს

ღამის დისტრიბუციის ამოქმედების შემდეგ, შეიძლება თბილისში მცირე და საშუალო მაღაზიები დაიხუროს

access_time2018-07-03 12:00:00

გადატვირთული მოძრაობა თბილისის ქუჩებში ბოლო პერიოდის მუდმივი პრობლემაა. მდგომარეობის განსატვირთად თბილისის მერმა კახა კალაძემ, წინა მორბედი მერის მსგავსად, თბილისში  ე.წ. ღამის დისტრიბუციის ამოქმედება გადაწყვიტა. დედაქალაქის მთავრობის დადგენილებით, სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს გადაადგილების განრიგი განესაზღვრება.

 

თუმცა, სადისტრიბუციო კომპანიები თვლიან, რომ ცვლილებები ქალაქს საცობისაგან ვერ გაანთავსუფლებს. სამაგიეროდ,  რეგულაციები მეწარმეებს შეუქმნით პრობლემას და პროდუქციის რეალიზებას შეამცირებს.

 

ბიდი პლუსი-ს გენერალური მენეჯერი არჩილ კოკაშვილი: „ღამის დისტრიბუციაზე გადასვლა კადრების დამატებას გამოიწვევს, რაც ხარჯებს გაზრდის. შესაბამისად, ზედნადები ხარჯები დააწვება პროდუქციის ღირებულებას, რომელიც თავისთავად თაროებზე ფასის მატებას გამოიწვევს. მე როდესაც პროდუქტს სამი პროცენტით გავაძვირებ, მაღაზია უკვე იძულებული იქნება ფასები 5 პროცენტით გაზარდოს“. 

 

ამ მოსაზრებას ეთანხმება „ბიდი კომპანი“-ს გენერალური დირექტორი სოლომონ ნავდარაშვილიც. მისი განცხადებით, ღამის საათებში მოძრაობა ეკონომიკური კუთხით უარყოფით შედეგს გამოიღებს. ამას ემატება  ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული მდგომარეობა, რაც თამის საათებში დისტრიბუტორებს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

 

„ქვეყანაში კრიმინალი არის გაზრდილი და მე ვერ წარმომიდგენია 9 საათიდან 12 საათამდე როგორ უნდა ვამუშავო თანამშრომლები. მათ უნდა აიღონ თანხა მაღაზიიდან და თან უნდა ატარონ, რადგან ღამე ბანკი არ მუშაობს და შესაბამისად თანხას ვერ შეიტანენ.  ღამის საათებში მაღაზიიდან მაღაზიამდე მისვლა ჩემი აზრით, რთული და საშიში იქნება“,- აცხადებს სოლომონ ნავდარაშვილი.

 

მეტიც, როგორც წვრილი და საშუალო მარკეტების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესებმა შესაძლოა მცირე და საშუალო მაღაზიები დახურვის საფრთხის წინაშე დააყენოს. 


სამაგიეროდ ცვლილებები მისაღებია მაღაზიათა დიდი ქსელებისთვის.

ორი ნაბიჯის ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა ღარიბაშვილი:  „დღის საათებში მოსული დისტრიბუტორები, ვინაიდან მაღაზიის პერსონალს გარკვეულ დროს ართმევენ, პროდუქციის მითვლაში-მიღებაში ეს დროს განთავისუფლდება მაღაზიისთვის. შესაბამისად მაღაზიას უფრო მეტი რესურსი ექნება მიაქციოს გაყიდვებს ყურადღება.“

 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ აუცილებელია თბილისის მერიამ ჩაატაროს კვლევა რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ტრაფიკის დრო, დისტრიბუტორთა ასოციაციამ მერიას თანამშრომლობაც შესთავაზა თუმცა, მათ ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

 

„ჩვენ მერიას შევთავაზეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, მზად ვიყავით წილობრივად ფინანსურად კვლევის ჩატარებაში შევსულიყავით და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გვემსჯელა, თუ რა მიმართულებით წავსულიყავით, რა პერიოდი აგვერჩია სადისტრიბუციო მანქანებისთვის გადასაადგილებლად. სამწუხაროდ, მერიისგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია“,- აცხადებს ივა ჭყონიამ.

 

ამ საკითხზე კომერსანტთან საუბარში მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე განმარტავს, რომ თბილისის მერია მუდმივად ახდენს ნაკადების დათვლას დედაქალაქის 180 ლოკაციაზე, სადაც შუქნიშნებზე მთვლელებია განთავსებული.

 

„ჩვენ გვაქვს 112-ში ცენტრი, საიდანაც პირდაპირი ჩანაწერის მეშვეობით ხდება ნაკადების დათვლა, თუ რომელი კვანძები რა პერიოდში არის დატვირთული. ჩემთვის გაუგებარია რა ტიპის კვლევა უნდა ჩატარებულიყო, როდესაც იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქუჩები, სადაც პრობლემები იქმნება“,- ამბობს მამუკა მუმლაძე.

 

ამ პრობლემის დარეგულირებაში ჩართული იყო ბიზნესომბუდსმენიც. მას შეხვედრებიც ჰქონდა მერიის შესაბამის სტრუქტურებთნ. ირაკლი ლექვინაძე იზიარებს ივა ჭყონიას მოსაზრებას, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სავაჭრო საცალო მაღაზიებზე. მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რათა მცირე სავაჭრო ობიექტები ცვლილებებს მომზადებულები დახვდნენ.

 

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია დროთა განმავლობაში ღამის დისტრიბუციის რეგულირება მოხდეს და ეს გადაეწყოს მთლიანად ამ მიმართულებაზე. მაგრამ არ უნდა მოხდეს სწრაფად, უნდა იყოს დროში გაწელილი, რათა ყველა სადისტრიბუციო კომპანიას, მცირე თუ საშუალო სავაჭრო ობიექტს, ადაპტირებისთვის შესაბამისი დრო მიეცეს“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე არც ბიზნესომბუდსმენს ეთანხმება. მისი თქმით, მოსამზადებელი პერიოდის ვადები უკვე გასულია.

 

„რვა თვე მიმდინარეობს უკვე შეხვედრა, მსჯელობა, დაანონსება და კანონის მიღება. ეს გაცნობიერებული აქვთ და ის სეგმენტი, რომელიც ამის მონაწილე გახდება უკვე პროცესებს შეგუებულია“,- განმარტავს მამუკა მუმლაძე

 

პარლამენტში დადგენილებაა მიღებული, რომლის მიხედვითაც  ადგილობრივ თვითმმართველობები გადაწყვეტენ რომელ პერიოდში შეძლებენ სადისტრიბუციო მანქანები გადაადგილებას. სატრანსპორტო პოლიტიკა  თბილისის მერის საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 

 

 

 ბაჩო ადამია 




ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up