„გამართლებული იქნებოდა თუ ეროვნული ბანკი ჩაერეოდა ლიცენზირების  ნაწილში“ - ოთარ ანგურიძე ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს აფასებს

„გამართლებული იქნებოდა თუ ეროვნული ბანკი ჩაერეოდა ლიცენზირების ნაწილში“ - ოთარ ანგურიძე ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს აფასებს

access_time2018-03-03 10:00:11

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფის და მომხარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლის მიხედვითაც ვალუტის გადამცვლელ პუქნტებს პირველი მარტიდან ვალდებულება აქვთ, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გადაცლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენით გააუქმოს ეს ოპერაცია. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს იმას რომ სარეგისტრაციო მოთხოვნები -კრიტერიუმები სავალუტო ჯიხურების მიმართ გამკაცრდება. ვალუტის გადამცვლელ პუქნტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის იანვრამდე მიეცემათ.


ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა“ სალომე სოსელიასთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერასიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თვამჯდომარემ ოთარ ანგურიძემ ისაუბრა.


„კარგი იქნებოდა ეროვნულ ბანკს განემარტა რა მოტივით მიიღო ეს გადაწყვეტილება. რატომ არ შეიძლება იგივე განხორციელდეს სხვა ინსტიტუციების მიმართ, რომლებიც ასევე ახორციელებენ ვალუტით ვაჭრობის ოპერაციას. ჩემი აზრით, უფრო გამართლებული იქნებოდა თუ ეროვნული ბანკი ჩაერევა ლიცენზირების  ნაწილში. როდესაც ბიზნესი არ არის კონტროლირებადი და არის დიდი რაოდენობით გახსნილი ქალაქის მასშტაბით ეს აჩენს კითხევბს. აქ აუცილებელია ჩარევა მაგრამ ეს ჩარევა უნდა იყოს კონკურენციის პრინციპის ფარგლებში“,-განაცხადა ანგურიძემ.



მისივე თქმით, ცვლილება მოსახლეობაში გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან ლარის კურსი სტაბილური არ არის და ხშირად მერყეობს.


„დიდი ალბათობით ეს ცვლილება მოსახლეობაში გაუგებრობას გამოიწვევს გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ლარის კურსი არის დაუცველი და ხშირად ნახტომები ფიქსირდება. არამარტო ეროვნული ბანკის ყოველთვიურ ანგარიშებში ზოგადად ბლუმბერგის სისტემაში, რომ შევიდეთ ყოველ წუთიერად იდება გარიგებები და ხდება დიდი ნახტომები. შესაბამისად სავალუტო ჯიხურები კურს განსაზღვრავენ არა ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, არამედ ბლუმბერგის სისტემის მიხედვით. როდესაც ის გარკვეულ პერიოდში დააფიქსირებს კურს და მოახდენს ვალუტით ვაჭრობას, თუნდაც 15 წუთის შემდეგ შეიძლება დაფისრიდეს ვალუტის სხვა კურსი, ჯიხური კი იძულებული იქნება შეცვალოს კურსი, რაც მომხარებლში გაუგებრობას გამოიწვევს“,-აცხადებს ანგურიძე.

 




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up