ესპანურ  კომპანია T3 Hospitality Management- ს  „სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ში  სატარიფო  პოლიტიკა არ შეუცვლია

ესპანურ კომპანია T3 Hospitality Management- ს „სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ში სატარიფო პოლიტიკა არ შეუცვლია

access_time2018-08-10 16:30:46

 „სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს   ესპანური კომპანია T3 Hospitality Management-ისთვის მართვაში გადაცემა რამდენად წარმატებული აღმოჩნდა, ამის ანალიზს გარკვეული დრო სჭირდება,“-ამის შესახებ „კომერსანტს“  Georgia Palace Hotel&Spa-ს   დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი  განცხადებით, სასტუმროს ბიზნესში სწრაფი შედეგის დანახვა ცოტა რთულია. ამიტომ, ახლა  ყველა იმ საქმიანობის და შედეგების ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც ესპანურმა კომპანიამ მართვაში შემოსვლის შემდეგ დანერგა.



„ახლა შესწავლის პერიოდია, შედეგებზე საუბარი, ნაადრევია. ამაზე შესაძლოა მომავალ წელს ვისაუბროთ,“-აცხადებს ჭყონია.რაც შეეხება ფასებს, ბიზნესმენი განმარტავს, რომ მენეჯმენტის პირობებში, საფასო პოლიტიკა არ შეცვლილა.



როგორც ცნობილია, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს მართვას ესპანური კომპანია T3 Hospitality Management-ი რამდენიმე თვეა ახორციელებს. ყველა თანამშრომელს უტარდება ტრეინინგები. გარდა ამისა, ხდება სწორი შესყიდვების, მომსახურების ოპტიმიზაცია.რაც ჭყონიას მტკიცებით, გაზრდის სასტუმროს მომგებიანობას და ის სხვა სასტუმროებთან შედარებით იმაზე მეტად კონკურენტული იქნება, ვიდრე დღეს.



„ძალიან დიდ დროს უთმობენ მომსახურეობის თემას, სტუმართმოყვარეობის გაძლიერებას. საქართველოში ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ სტუმებს დაღვრემილები ვხვდებით. ეს კომპანია ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“-აცხადებდა ჭყონია მაშინ, როდესაც სასტუმროს მართვაში ესპანური კომპანია შედიოდა.




ქობულეთში Georgia Palace Hotel & Spa 2008 წლის ზაფხულში გაიხსნა და შავიზღვისპირეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო. სასტუმრო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაფინანსებით, ქართულმა კომპანიამ ააშენა. სასტუმროში 155 ნომერია, მათ შორის 5 ლუქსი. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მთლიანად ქართველებისგანაა დაკომპლექტებული.



რაც შეეხება T3 Hospitality Management-ს , ეს არის ესპანური სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან მოღვაწეობს. საქართველოს წარმომადგენლობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსეთისა და სხვა დსთ-ს ქვეყნების სასტუმროების მართვას ემსახურება.



T3 Hospitality Management-ი ხელმძღვანელობს 22 პროექტს ესპანეთში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, საქართველოსა და ნიგერიაში. კომპანიას აქვს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის 5, 4 და 3-ვარსკვლავიანი, სასტუმროების მართვის გამოცდილება.ის მუშაობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Hilton, InterContinental, Wyndham, Best Western და ა.შ.




T3 Hospitality Management-ი განახორციელებს კაპიტოლ ჯგუფის პროექტის “12 სასტუმრო 12 რეგიონში” ფარგლებში გახსნილი სასტუმროების მართვას.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up