GALT&TAGGART-ი: ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება ლარის გამყარებისკენაა მიმართული

GALT&TAGGART-ი: ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება ლარის გამყარებისკენაა მიმართული

access_time2021-04-29 12:50:00

საბანკო სექტორისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებას “ბიზნესპარტნიორთან“ Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აფასებს.


მისი განცხადებით, ეს ეხება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებს, მასზე სარეზერვო ნორმების შემცირება კი მიმდინარე წლის ივლისიდანაა გათვალისწინებული.


ქავთარაძე აცხადებს, რომ ცვლილება ცალკეული კომერციული ბანკისთვის ინდივიდუალურად იქნება ამოქმედებული.


„იმ კომერციულ ბანკს, რომელსაც დოლარიზაციის კოეფიცინტი ექნება 40% და მის ქვემოთ, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოურ ვალუტაზე შეუმცირდება 25%-დან 10%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კომერციულ ბანკს ბაზრისთვის დამატებთი უცხოური ვალუტის მიწოდება შეეძლება.



მაგალითად, თუ 100 დოლარი აქვს კომერციულს ბანკს უცხოური ვალუტის დეპოზიტის ანგარიშზე და აქამდე უწევდა 25 დოლარის დარეზერვება, ამ ცვლილების შემდეგ შეეძლება მხოლოდ 10 დოლარი დაარეზერვოს, თუმცა იმ პირობით, რომ მას დოლარიზაციის კოეფიციენტი ექნება 40%-მდე,“ - აცხადებს ქავთარაძე.


მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ბაზარზე შესაძლოა მოხდეს უცხოური ვალუტის მიწოდება თუ ბანკებს ექნებათ შესაძლელობა შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე. ეს თავის მხრივ, დაეხმარება სავალუტო ბაზარს უცხოური ვალუტის დეფიციტის შემცირების კუთხით და პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსზე.


როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სარეზერვო მოთხოვნა ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.


„ამ მიზნით, ივლისიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10%-მდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70% ან მეტია, ის კვლავ 25% იქნება; 40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება.


ანალოგიურად, 15-დან 10%-მდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.


business-partner.ge


თეგები:
GALT&TAGGART



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up