2020 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 188.7 მლნ დოლარია, 22%-ით მეტი ვიდრე 2019 წლის ივლისში.
ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა უმეტესი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+3.6%), იტალია (+34.4%), აშშ (+40.6%) და საბერძნეთი (+19.2%). ამასთან, კლება აღინიშნებოდა ისრაელიდან (-1.9%). 2020 წლის შვიდ თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 0.3%-ით შემცირდა და 957.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
პარალელურად ვალუტის შემოდინების სხვა წყარო - ექსპორტი - მცირდება. 2020 წლის ივლისში ექსპორტი წლიურად 21.6%-ით შემცირდა და 254.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2020 წლის 7 თვეში, ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ამავდროულად შემცირებულია იმპორტიც - 14,3%-ით, 442 მლნ. დოლარამდე. 7 თვეში იმპორტის ვარდნა წლიურად 17,9%-ია და 4.3 მლრდ დოლარია.
შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 18.6%-ით შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
GBC.GE