Galt & Taggart - წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია მაღალ 7.0%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება, ფასების ზრდის ტემპის შენელება 2020 წლის მე-2 კვარტლიდან არის მოსალოდნელი.

Galt & Taggart - წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია მაღალ 7.0%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება, ფასების ზრდის ტემპის შენელება 2020 წლის მე-2 კვარტლიდან არის მოსალოდნელი.

access_time2019-11-09 15:00:54

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად Galt & Taggart-ი ინარჩუნებს 4.5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2019 წლისთვის, თუმცა კვლევაზე დაყრდნობით ზრდაზე ზეწოლა იქნება 2020 წელს.

 

 

ბოლო თვეებში ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა მაღალ 5.7%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა 2019 წლის ივლის-სექტემბერში. თუმცა, ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რამაც სამომხმარებლო ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და წლიურმა ინფლაციამ 2019 წლის ოქტომბერში 6.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში მშენებლობა გამოცოცხლდა და ინვესტიციების ზრდას ასევე ხელს უწყობს საბანკო დაკრედიტება. ასევე პოზიტიურია S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდა 2019 წლის ოქტომბერში.

 

 

საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობდა. ლარზე ზეწოლის მოსახსნელად, ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 72.8 მლნ აშშ დოლარი, გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-დან 8.5%-მდე და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა სარეზერვო მოთხოვნები უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე, მაგრამ ამის მიუხედავად ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის მე-2 კვარტლიდან ინფლაცია სავარაუდოდ დაუახლოვდება 3.0%-იან სამიზნე ნიშნულს, შესაბამისად ჩვენ ვერ ვხედავთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდის საჭიროებას. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ლიკვიდობას კვლავ გაზრდის ლარის მხარდასაჭერად. ასევე, ეროვნულ ბანკს დე- დოლარიზაციასთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული მიდგომა ესაჭიროება, რადგან ლარში სესხების ზრდა, ლარის მიმართ უნდობლობა და დოლარის დეპოზიტების ზრდა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის სისუსტის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი აზრით, ეს ზეწოლა შესაძლებელია აღმოიფხვრას ლარით დაკრედიტების 200,000-იანი ჭერის შემცირებით. ეს ასევე სასურველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების და 2019 და შემდგომ წლებში მთავრობის შიდა ვალის ზრდის გათვალისწინებით. დე-დოლარიზაციის პროცესი სარგებლის მომტანია ეკონომიკისთვის, თუმცა ჩვენ ამას ვხედავთ როგორც გრძელვადიან პროცესს კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით.

 

 

ჩვენი გათვლებით წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია მაღალ 7.0%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება, ხოლო ფასების ზრდის ტემპის შენელება 2020 წლის მე-2 კვარტლიდან არის მოსალოდნელი. ეს კი სავარაუდოდ საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1-1.5 პროცენტული პუნქტით 2020 წლის განმავლობაში.



მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ჩვენ ვინარჩუნებთ 4.5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2019 წლისთვის, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზეწოლა იქნება 2020 წელს. ამასთან, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეანელებს მოთხოვნას ლარის სესხებზე. თუმცა, უცხოური ვალუტის ლიკვიდობის ზრდის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ უცხოურ ვალუტაში პროცენტები არ მოიმატებს და სესხებიც გაიზრდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ველით, რომ საბანკო სესხები 2020 წელს ნომინალურ მშპ-ის ზრდაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.

 

 

ექსპორტის ზრდამ და ნავთობპროდუქტების და უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული იმპორტის ვარდნამ საგარეო ბალანსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აღნიშნულის შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მშპ-ს 4.6% შეადგინა 2019 წლის პირველ ნახევარში. ჩვენ ველით, რომ სუსტი ეროვნული ვალუტის ზეგავლენით სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებული დარჩება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს მშპ-ს 5.0%-ზე დაბლა შენარჩუნდება.

 

 

2019 წლის პირველ 9 თვეში ბიუჯეტის ხარჯვა დაჩქარებულია და ფისკალურმა დეფიციტმა წლიური გეგმის 37% შეადგინა, მაშინ როცა შარშან იგივე პერიოდში ბიუჯეტი პროფიციტული იყო. შესაბამისად, მთავრობის ინფრასტრუქტურული ხარჯების დაჩქარებას ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2.7%-ზეა დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 23%-ზე ნარჩუნდება სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად.

 

 

ჩვენ ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.7%-ით გაიზრდება საგარეო მოთხოვნის და ინვესტიციების გავლენით. ამასთან, თუ 2020 წელს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შემცირდება და საპარლამენტო არჩევნები ბიზნესის განწყობას გააუარესებს, 2020 წლის ზრდა მოსალოდნელია შენელდეს 4.0% მდე. მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ექნება თუ რუსეთი გააუქმებს პირდაპირი ფრენების აკრძალვას, -  აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ (Galt & Taggart) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.



commersant





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up