Galt&Taggart-ის ვარაუდით, უძრავი ქონების ბაზარი 2019 წლის მაჩვენებლებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაუბრუნდება.
საინვესტიციო კომპანიის უფროსი ანალიტიკოსის, კახა სამყურაშვილის განცხადებით, სექტორმა პანდემია უკვე გადალახა.
„უძრავი ქონების ბაზარზე მოლოდინები ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარმა პადენმია გადაიარა. დღეს უკვე პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, როდესაც მოთხოვნის ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესების გზას ადგას. უძრავი ქონების ბაზარი 2019 წლის მაჩვენებლებს წელსვე დაუბრუნდება. პირველი და მეორე კვარტლები ამის თქმის საშუალებას გვაძლევს“,- აღნიშნა სამყურაშვილმა.
business-partner.ge