GALT & TAGGART: ივნისიდან ტურიზმიდან შემოსავალი თვეში 100 მლნ-ს გადააჭარბებს

GALT & TAGGART: ივნისიდან ტურიზმიდან შემოსავალი თვეში 100 მლნ-ს გადააჭარბებს

access_time2021-06-10 14:10:00

„გალტ ენდ თაგარტი“ ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელის.


როგორც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მათი პროგნოზით, 2021 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 1.2 მლრდ დოლარს მიაღწევს, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ტურიზმიდან 2019 წლის მაჩვენებლის (3.2 მლრდ) დაახლოებით, 37%-ს მიიღებს.


„მარტიდან ვხედავთ მზარდ ტურისტულ ნაკადებს და შემოსავლებს. მაგალითად, მარტში, ტურიზმიდან შემოსავალი 30 მლნ იყო, აპრილში 50 მლნ, მაისში, ჩვენი შეფასებით, შემოსავალი ტურიზმიდან 70 მლნ იქნება და ივნისში, უკვე გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და არ არის გამორიცხული, შემოსავალი 100 მლნ დოლარზე მეტი დაგენერირდეს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.



მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ბოლო დღეებში არსებული ტრენდი თუ შენარჩუნდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 30% იქნება ვაქცინირებული, რაც ტურიზმის აღდგენისთვის კარგ სიგნალს ნიშნავს და დადებით მოლოდინებს ქმნის.


business-partner.ge

თეგები:
GALT & TAGGART



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up