GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

access_time2021-08-03 17:00:00

ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც.


მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში.


“ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება, ეს არის პურის სუბსიდირების დასრულება, რომელის ფასიც 12.5%-ით გაიზარდა. პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდამ დამატებითი გავლენა მოახდინა ინფლაციაზე.


ასევე, ასეთ მაღალ ინფლაციას უნდა ველოდოთ 2022 წლის პირველ კვარტალშიც, ხოლო მეორე კვარტლიდან დაიწყება შემცირების ტემპი. მთლიანობაში, 2022 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაღალი იქნება და ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 4.1%–ს მიაღწევს,“ – აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.


Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.



„ვფიქრობ, წინა სხდომებზე, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ქონდა უფრო თამამად განეხორციელებინა გადაწყვეტილებები, რომელიც დადებითად იმოქმედებდა ეროვნულ ვალუტაsa და ფასებზე მიმდინარე ზეწოლა იქნებოდა უფრო მეტად შემსუბუქებული, რომელსაც შეეეძლო გაენეიტრალებინა ის ერთჯერადი ფაქტორები, როგორიცაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების, ასევე სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ამასთან, ინფლაციაზე მიმდინარე წელს ზეწოლას ახდენს კომუნალური გადასახადებიც, რომელიც იანვრიდან გაიზარდა. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი კურსი იმისათვის, რომ ამ ფაქტორების ერთობლივი გავლენა იყოს გარკვეულწილად განეიტრალებული,“ – ამბობს ქავთარაძე.


ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის დაფიქსირებული ინფლაციაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მაისში იყო, როდესაც წლიური ინფლაციის დონე 14.3%-იან ნიშნულს აჭარბებდა.



business-partner.ge






თეგები:
GALT & TAGGART



ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up