Galt & Taggart 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9.5%-მდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ ეს ემთხვევა საქართველოს მთავრობის განახლებულ პროგნოზს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, Galt & Taggart თვეების წინ ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
გარდა ამისა, უმუშევრობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 22.1%-მდე გაიზარდა, რაც 3.8% პროცენტული პუნქტით მეტია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე და თითქმის 4.9 პროცენტული პუნქტით აღემატება პანდემიამდელ 2019 წელს. Galt & Taggart–ში თვლიან, რომ შრომის ბაზარი პანდემიამდელ პერიოდს 2022 წლიდან დაუბრუნდება, რასაც ტურიზმის აღდგენა შეუწყობს ხელს.
მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი წლიურად 15.5%-მდე გაიზარდა, ეს მაჩვენებელი მაღალია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რასაც იმით ხსნის, რომ შემცირდა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების წილი საშუალო ხელფასის გამოთვლის კალკულაციაში.
რაც შეეხება ინფლაციას, აის შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს და საშუალოდ 4.1% იქნება.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart ლარის კურსის მკვეთრ რყევებს არ ელის. 2022 წელს Galt & Taggart ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან 3-3.15-ის ფარგლებში ვარაუდობს.