Galt & Taggart - 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება

Galt & Taggart - 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება

access_time2020-02-25 21:15:11

ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი გაუარესებული მოლოდინები იყო, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიის Galt & Taggart კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

როგორც მან განმარტა, ლარმა გაუფასურების რეკორდს შარშან 28 სექტემბერს მიაღწია, შემდეგ დასტაბილურდა და 15 დეკემბრიდან გამყარების ტენდენცია აქვს, რაც ბოლო დღეებშიც გრძელდება.

 

„რა იყო ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი, ეს იყო გაუარესებული მოლოდინები, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ გაუფასურების მასშტაბებს ვერ ხსნიდა. ამიტომ  მოჰყვა ამას ეროვნული ბანკის სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის სავალუტო ინტერვენციები, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრების დარეზერვების შემცირება და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გავლენა მოახდინა. რაც შეეხება ახლანდელ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იანვრის მონაცემი ვიცით და საგარეო ბალანსი გაუმჯობესებული რჩება, ეს იქნება ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი თუ სხვა. ეროვნული ბანკის პოზიტიურმა პოლიტიკამ, მოლოდინებზე იმოქმედა და ამან განაპირობა ლარის გამყარებაც“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკის მხრიდან ჩარევას ითხოვდნენ, რაც ასეც მოხდა და პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა, ლარის ზედმეტად გაუფასურებისა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მზაობაც, ჩაერიოს და ლარი დაასტაბილუროს.


 

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებასაც გავიხსენებდი, სადაც ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ საჭირო გახდა და ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა იყოს, მაშინ ცენტრალური ბანკი საჭიროზე მეტ ხანს შეინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. ასევე, როდესაც საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში,  ვხედავთ, რომ არარეზიდენტები, ანუ უცხოელები დაინტერესდნენ ჩვენი ფასიანი ქაღალდებით, გაოთხმაგებულია იანვარში უცხოელების მიერ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირება და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს“, – განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

 

კომპანიის გათვლებით, 2020 წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში იქნება.

 

„ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება. თუმცა თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მოლოდინებიც პოზიტიური დარჩა, ლარო შეიძლება, კიდევ უფრო მეტადაც გამყარდეს“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up