გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს

გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს

access_time2020-09-23 11:38:21

სს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავა. 



განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. 



მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები.



„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. 




გალტ & თაგარტისაქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა.



„G&T Trader“ გალტ & თაგარტი-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up