„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა

„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა

access_time2018-12-06 14:24:43

„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებია განხილული. „გალტ ენდ თაგარტი“ განაგრძობს რეგიონის ეკონომიკების მაკრეოკონომიკური დაფარვის გაფართოებას და ქვეყნების ეკონომიკების შესწავლას. სტრატეგიის მიზანია, „გალტ ენდ თაგარტი“ გახდეს რეგიონალური საინვესტიციო ბანკი და შეძლოს ინვესტორების მომსახურება რეგიონის მასშტაბით,რათამათ გააცნოს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. ამჟამად ინვესტორები რეგიონში ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ და შესაბამისად, მათი დაინტერესება რეგიონის ეკონომიკებით მზარდია. აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკურ პროდუქტებზე. უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზემრავალრიცხოვანიქვეყანაა,რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.


„ბოლო რამოდენიმე წელია, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ისეთირეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით გეგმავს. ამ მიმართულებით ინვესტორების მხრიდანპოზიტიურმა მოლოდინებმა ინტერესი გამოიწვია.იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთი არ არის ბევრი საკონსულტაციო კომპანიის დაფარვის საგანი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკის მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარება ინვესტორებს ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასებაში და ინვესტირებაში, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გალტ ენდ თაგარტის საქმიანობაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.


„გალტენდთაგარტის“ კვლევაშიუზბეკეთისეკონომიკისმთავარ გამოწვევადსამუშაო ადგილების შექმნა და კორუფცია სახელდება.საბანკო სექტორში და ეკონომიკის სხვა დარგებშისახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა, რაც ზღუდავს კონკურენციას. აღნიშნული გარემოება კი ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას. მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე და მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.



„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის სრულად სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.galtandtaggart.com








“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up