გალტ ენდ თაგარტმა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2- წლიანი ობლიგაციები გამოუშვა

გალტ ენდ თაგარტმა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2- წლიანი ობლიგაციები გამოუშვა

access_time2019-03-15 13:49:50


 "გალტ & თაგარტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის 15 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაზე განაცხადა. ხსენებულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის + 4%-ით განისაზღვრა,"  აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„კრისტალს“ საქართველოსა და რეგიონში, როგორც არასაბანკო საფინანსო სექტორის მოთამაშეს, ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული სარეიტინგო კომპანია ფიტჩისგან (Fitch Ratings) B/Stable. აღნიშნულმა რეიტინგმა და კომპანიის ისტორიულად თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. კრისტალის კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.



ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი „კრისტალი“-ს ქალი მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიან პირობებში შეთავაზებას, ბიზნეს უნარებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი საქმიანობის განვითარებას მოხმარდება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და „კრისტალი“, როგორც ამ ეკონომიკის ნაწილი თავისი წვლილის შეტანას, მისი ქალი მეწარმეების გაძლიერებით შეეცდება.


„კრისტალი”, მოხარულია გამოაცხადოს კორპორაციული ობლიგაციის რიგით მეორე განთავსება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო ემისიის განხორციელების აგენტის, „გალთ & თაგარტის“ მთელ გუნდს და ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი მხარდაჭერისათვის. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციის განთავსებით მიღებული სახსრები მოხმარდება ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი მიკრო-ბიზნესის მზარდ მცირე საწარმოებად ტრანსფორმაციას“, - განაცხადა „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.


„მინდა მივულოცო „კრისტალის“ მთელ გუნდს წარმატებული ემისია. ეს კრისტალისთვის უკვე რიგით მეორე წარმატებული საჯარო ემისიაა ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებტს ინვესტორების ნდობას ამ ორგანიზაციის მიმართ. ასევე, მინდა ეს ტრანზაქცია მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.






რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up