„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს

„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს

access_time2018-12-11 17:53:23

„გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის ერთადერთ სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყობა. მთის საერთაშორისო დღის ფარგლებში კი „გალტ ენდ თაგარტმა “სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა.


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესომასწავლებლის ჯილდო გადაეცა.„გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისადა პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.


„მოხარულები ვართ, რომ როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა მთის საერთაშორისო დღის აღვნიშვნაში. ასევე, გვსურდა მადლობა გვეთქვა იმ პედაგოგისთვის, რომელიც არ ტოვებსსოფელყანობს და ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე. გვინდოდა დასამახსოვრებელი გაგვეხადა მოსწავლეებისთვის ეს დღე და გაგვეკეთებინა მათთვის საჩუქარი. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის სკოლაში კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა მოვაწყოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება“,- განაცხადა„გალტ ენდ თაგარტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.


ინფორმაციისთვის: მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა. მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.










საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება
access_time2019-03-20 23:27:24
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში”...

ყაზახეთში ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო

ყაზახეთში  ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო
access_time2019-03-20 20:30:32
ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომასთან დაკავშირებით ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით  2019 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის პროცედურის განმარტებასთან დაკავშირებით მიმართა. პროცესი კი  ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც ყაზახეთში მიღებულ იქნა კანონი ეროვნული ლიდერის - ელბასის - თაობაზე,...

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია
access_time2019-03-20 18:30:00
საქართველოს მასშტაბით 2000-ამდე მინერალური და სამკურნალო წყლის რესურსი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. წყალტუბო, შოვი, ახტალა, აბასთუმანი, ურეკი - ეს ის კურორტებია, რომლებიც სპა-ტურიზმის განვითარებისთვის მთავარი რესურსია, თუმცა როგორც  „საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, ეს მიმართულება ქვეყანაში ძალიან ნაკლებად არის...

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი
access_time2019-03-19 19:30:55
Instagram-ი შოპინგის მოყვარულთ სიახლეს სთავაზობს - სოციალური პლატფორმა მომხმარებელს პროდუქტების შეძენისა და შეკვეთების განხორციელების საშუალებას აძლევს. ფუნქცია ყველაზე ადრე აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი 20 ცნობილი ბრენდისთვის, მათ შორისაა H&M, Kyle cosmetics, Nike, Warby Parker და Zara. კომპანიის განცხადებით, სხვა ბრებდების დამატება უახლოეს თვეებში იგეგმება. „ Instagram-ი არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარ თავს მეტი...

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია
access_time2019-03-20 19:30:00
„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოუვიდა სასამართლო ხელისუფლებას, სანამ ეს არ გახდა პოლიტიკურად მოგებიანი, მაგრამ სასამართლო სისტემასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. გამორიცხულია, არ გავჩერდებით და ეს არ იქნება ხავერდოვანი პროცესი. პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, რათა სასამართლოში არ დაინიშნონ კლანის წევრები“, — აცხადებს იუსტიციის უმაღლესი...


მსგავსი სიახლეები

up