„გალტ & თაგარტი“ - წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას, რადგან მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მდგრადია

„გალტ & თაგარტი“ - წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას, რადგან მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მდგრადია

access_time2019-08-08 13:00:53


“ჩვენი გათვლებით ამჟამად ლარი მის წონასწორულ კურსთან შედარებით 10-13%— ით არის გაუფასურებული. იმ დაშვებით, რომ ნეგატიური მოლოდინები მიილევა, ჩვენ ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას 2019 წლის ბოლომდე. ამასთან, 2020 წელს ვპროგნოზირებთ ლარი/დოლარის გაცვლით კურსის 2.60-2.65 ნიშნულზე დასტაბილურებას,“ —  ასეთია საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსების მოლოდინები ლარის კურსთან დაკავშირებით. 



რას ემყარება ეროვნული ვალუტის გამყარების ოპტიმისტური მოლოდინი  ამ თემაზე საინვესტიციო კომპანიის ანგარიშშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით 4.9%-ით გაიზარდა 2019 წლის პირველ ნახევარში. ზრდას ხელი შეუწყო როგორც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ, ისე მონეტარულმა და ფისკალურმა პოლიტიკამ.


ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებამ 2019 წლის დასაწყისში, ლარით დაკრედიტების სტიმულირება მოახდინა. ამავდროულად, დაჩქარდა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.



2019 წლის პირველ ნახევარში საგარეო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა. აღნიშნულმა ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა უცხოური ვალუტის რეზერვები შეევსო, რომელმაც რეკორდულ მაჩენებელს 3.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.




უცხოური ვალუტის შესყიდვები და ეროვნული ბანკის სხვა ღონისძიებები ხელს უწყობდა ეკონომიკისთვის ლარის ადეკვატურ დონეზე მიწოდებას. აღნიშნული საჭირო იყო ეკონომიკის დე-დოლარიზაციის და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, მაგრამ ამ ღონისძიებებმა ლარის გამყარების ტენდენცია შეანელა.



ინფლაციის ზრდა მიმდინარე წლის მარტიდან ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდით იყო გამოწვეული. ამასთან, გაცვლითი კურსის მხრიდან ფასებზე ზეწოლა სუსტი იყო დაბალი მოთხოვნის ფონზე. ივნისის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა - რუსი პარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებული დროებითი პოლიტიკური გაურკვევლობის ფონი და
რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვა - ნეგატიური მოლოდინები გააძლიერა და ლარზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა.


2019 წლის 1 აგვისტოს ლარი დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე 2.97-მდე გაუფასურდა, რადგან ნეგატიური განწყობები ძლიერდებოდა ივლისში ტურიზმის პროგნოზირებულზე უკეთესი მონაცემების და პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად.



ბაზარზე პანიკის ჩასაცხრობად, ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს სავალუტო ბაზარზე 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 32.8 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ინტერვენციის შედეგად ლარი დოლარის მიმართ 2.97-დან 2.89 ნიშნულამდე გამყარდა (+2.9%) 1-2 აგვისტოს პერიოდში. ამ ინტერვენციას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომ მიუხედავად პოზიტიური შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, ლარის
გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. ამასთან, სებ-მა აღნიშნა, რომ ის ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს თანმიმდევრულად თუ ამის საჭიროება იქნება.



აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (რაც არის შეწონილი კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან) 10% ზე მეტად არის გაუფასურებული, რაც ეროვნული ვალუტის ზედმეტად გაუფასურებაზე მიანიშნებს.




იქიდან გამომდინარე, რომ ლარზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები პოზიტიურია (ეკონომიკური ზრდა, საგარეო ბალანსი და სხვ.), ხოლო ივლისის ტურიზმის მონაცემები პროგნოზირებულზე უკეთესია, ამჟამად ლარის გაცვლითი კურსის ფორმირებაში უფრო დიდი წილი აქვს ნეგატიურ განწყობებს ვიდრე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. ლარის მიმართ ნდობის ნაკლებობა იწვევს ლარის დეპოზიტების ზრდის ტემპის შენელებას და ლარიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციას, რაც ლარის სესხების გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად ეროვნულ ვალუტაზე მოკლევადიან ზეწოლას ახდენს.



ვინაიდან, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია და 2019 წელს საგარეო ბალანსის გაუმჯობესება მოსალოდნელია იმპორტის შემცირების შედეგად, ჩვენი გათვლებით ამჟამად ლარი მის წონასწორულ კურსთან შედარებით 10-13% ით არის გაუფასურებული. იმ დაშვებით, რომ ნეგატიური მოლოდინები მიილევა, ჩვენ ველოდებით ლარის აშშ დოლარის მიმართ 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას 2019 წლის ბოლომდე. ამასთან, 2020 წელს ვპროგნოზირებთ ლარი/დოლარის გაცვლით კურსის 2.60-2.65 ნიშნულზე დასტაბილურებას. აღსანიშნავია, რომ სახაზინო ფასიან ქაღალდებზე ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი ელის 4 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რაც ლარზე დამატებით პოზიტიურ გავლენას იქონიებს.



სრული კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე,  ვებ-გვერდზე  www.gtresearch.ge


ბაჩო ადამია




BAG: „არბიტრაჟის როლი სულ უფრო მზარდია და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს რეალობაში“

BAG: „არბიტრაჟის როლი სულ უფრო მზარდია და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს რეალობაში“
access_time2020-01-24 11:30:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე ,,შრომითი დავები არბიტრაჟში“. შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისათვის ასევე მოწვეულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთევან მესხიშვილი და ანა გოგიშვილი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) და პროფესიული წრეების წარმომადგენლები. დისკუსიის...

ქართველმა ბიზნსესმენებმა უკრაინული პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით აიღეს

ქართველმა ბიზნსესმენებმა უკრაინული პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით აიღეს
access_time2020-01-24 12:30:25
დავოსში გამართულ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოტენციურ ინვესტორებთან საზღვაო პორტების მართვის უფლების გადაცემის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ხმა მივეცით მიწის რეფორმას, კონცესიას, მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში “დასავლელ ინვესტორს“ უკრაინული პორტების მართვის უფლება...

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...


მსგავსი სიახლეები

up