გალის სკოლებში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლასიც დღეიდან ,,რუსულად“ გადაკეთდა

გალის სკოლებში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლასიც დღეიდან ,,რუსულად“ გადაკეთდა

access_time2021-09-14 13:30:01

გალის რაიონში რუსულად გადაკეთებულ ქართულ სკოლებში დარჩენილ ერთადერთ ქართულ სექტორს - მე- 11 კლასს დღეიდან, 14 სექტემბრიდან, რუსულად მოუწევს სწავლის გაგრძელება. ქართული ენას კი ,,უცხო ენის“ სტატუსი აქვს. როგორც ,,კომერსანტს“ ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლიდან აცნობეს, აქამდე მე- 11 კლასი ერთადერთი ქართული სექტორი და ისიც რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს. ქართული ენის მასწავლებელს კი საბოლოოდ უცხო ენის პედაგოგის სტატუსი მიენიჭა.




,,უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, არავინ ფიქრობს სწავლის ხარისხზე, მთავარია რუსულად გადაკეთდეს სკოლა, იდეა-ფიქსად იქცა, რომ ქართული არ ისწავლებოდეს. რუსული კადრი კი სკოლაში არ არის. ფორმალური სწავლებაა, რის შედეგიც არავის აინტერესებს. არადა, როგორი ნიჭიერი ბავშვები გვყავს, რომელთა უფლებები ყოველდღე წარმოუდგენელ დონეზე ირღვევა. აქ უცხო ენის მასწავლებლის სტატუსი მაქვს, ქართულ ენას უცხო ენის სტატუსი მიანიჭეს. ისიც საკვირველია, რომ საერთოდ მაძლევენ მშობლიური საგნის სწავლების უფლებას“, - ამბობს გალში მომუშავე მასწავლებელი.




გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, გალის რაიონის ზედა და ქვედა ზონაში დარჩენილი 19 სკოლის 1-ელ- მე-11 კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას აქამდე სულ 28 საათი ეთმობოდა, დანარჩენი საგნების სწავლება რუსულ ენაზეა. ამ დროს რუსულ ენასა და ლიტერატურას კი 79 საათი ეთმობოდა, გალის ქვედა და ზედა ზონის სკოლებში - 57 საათი.




ცხადია, 14 სექტემბრიდან ეს მონაცემის შეიცვლება.



გალელი მასწავლებლების ინფორმაციით, საგნები სკოლებში რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული წიგნებით ისწავლება და იმდენად მოძველებული ენითაა ეს ლიტერატურა დაწერილი, რომ თვითონ პედაგოგებსაც უჭირთ გაგება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up