„გალფის“ მოგებამ „ვისოლთან“ შედარებით 2019 წელს 12 მლნ ლარით მეტი შეადგინა

„გალფის“ მოგებამ „ვისოლთან“ შედარებით 2019 წელს 12 მლნ ლარით მეტი შეადგინა

access_time2020-12-15 14:00:56

„ვისოლ პეტროლიმ ჯორჯიას“ შემოსავალი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 24 მლნ ლარით 467 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ „დელოიტი და ტუშის“ მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.



ანგარიშის მიხედვით გაყიდვებიდან მიღებული მოგება შედარებით მცირე თანხით - 7 მლნ ლარით 55 მლნ ლარამდე გაიზარდა. წლის განმავლობაში გაყიდვებისა და დისტრიბუციის ხარჯმა 27 მლნ შეადგინა, 28 მლნ-ით ნაკლები ვიდრე 2018 წელს. 25 მლნ-ით 15 მლნ-მდე შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯებიც. თუმცა 5 მლნ-დან 11 მლნ-მდე გაიზარდა გაცვლითი კურსის სხვაობით მიღებული ზარალი. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად - 34 მლნ-ით 39 მლნ-მდე სხვა შემოსავალი გაიზარდა. წლიურმა  მოგებამ გადასახადების გადახდის შემდეგ 26 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 86 მლნ-ით აღემატება. 2018 წელს ვოსოლის ზარალი 60 მლნ ლარი იყო.



2019 წელს "ვისოლის" აქტივების მოცულობა 29 მლნ ლარით 249 მლნ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 79 მლნ ლარის აქტივები მიმდინარე იყო, 170 მლნ-ის კი გრძელვადიანი.



სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ დახურული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. ჯგუფი საქართველოში მდებარე 146 ბენზინ და გაზგასამართ სადგურს ამუშავებს, რომელთაგან 128 ბენზინის, 6 გაზისა და 12 კომბინირებული სადგურია. ჯგუფს დამატებით 97 სადგური (84 ბენზინის, 3 გაზისდა 9 კომბინირებული სადგურები)იჯარით აქვს აღებული.




2019 წლის ბოლოს დაქირავებულ თანამშრომელთა რაოდენობა ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში შეადგენდა 1430, ჯგუფში კი - 1484-ს.
ვისოლს ქართულ ბაზარზე 4 მთავარი კონკურენტი ჰყავს: სოკარი, ლუკოილი, გალფი და რომპეტროლი, ლუკოილი და რომპეტროლი შედარებით მცირე ზომისანი არიან, სოკარი ბუნებრივი გაზის დისტრიბუციითაცაა დაკაცებული, შესაბამისად შედარებისთვის უკეთეს ვარიანტად გალფი რჩება.



2019 წელს გალფის შემოსავალი 79 მლნ ლარით 468 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო მოგება 12 მლნ ლარით 67 მლნ-მდე. გაყიდვისა და დისტრიბუციის ხარჯებმა 33 მლნ ლარი შეადგინა, ადმინისტრაციულმა ხარჯებმა - 14 მლნ. ყველა სხვა ხარჯისა და გადასახადების დაფარვის შემდეგ წმინდა მოგება 15 მლნ დარჩა, 7 მლნ ლარით მეტი ვიდრე 2018 წელს.



გალფში აქტივების ღირებულება 1 წელიწადში 62 მლნ ლარით 231 მლნ-მდე გაიზარდა.



შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ იგივე გალფი 2010 წლის 30 ნოემბერს დაფუძნდა. ჯგუფმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელის შექმნა 2011 წლის მარტში დაიწყო ძირითადად მესამე მხარეებისგან აქტივების - ბენზინგასამართი სადგურებისა და ბენზინის შესანახი დეპოს შესყიდვისა და გარემონტების გზით.



2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფი ამუშავებდა საქართველოში მდებარე 149 (2018: 144) ბენზინგასამართ სადგურს, რომელთაგან 86 (2018: 88) ბენზინგასამართ სადგურს საკუთრებაში ფლობდა კომპანია მის შვილობილ კომპანიებთან ერთად, დანარჩენები იჯარითაა აღებული. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გალფი 1538 ადამიანს ასაქმებდა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up