„გალფი“ დღეს 696 ექიმს ბონუსის სახით ჯამში 271,000 ლარს ჩაურიცხავს

„გალფი“ დღეს 696 ექიმს ბონუსის სახით ჯამში 271,000 ლარს ჩაურიცხავს

access_time2020-05-14 11:30:55

ნავთობკომპანია „გალფი“ COVID 19-თან მებრძოლ 9 კლინიკის 696 ექიმს, ექთანს, სანიტარს და სხვა სამედიცინო პერსონალს 271,000 ლარს გამოუყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს „გალფსა“ და ყველა იმ კლინიკას შორის რომელიც კორონავირუსით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში კომპანია „გალფმა“ აიღო ვალდებულება თითოეულ სამედიცინო პერსონალს თავად გადაურიცხოს თანხა ყველანაირი გადასახადების ჩათვლით.


გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარანტინში მყოფი სამედიცინო პერსონალის კვებას კომპანია „გალფი“ უზრუნველყოფდა.


ამასთან დაკავშირებით „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზე მოეწყო აქცია-პერფორმანსი და ჰაერში გაეშვა ათასობით ბუშტი რომლებიც ქმნიდნენ მესიჯს მადლბა ექიმებს.



თანხები კლინიკების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე შემდეგნაირად გადანაწილდა:


შპს აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკა - 24 400 ლარი (85 თანამშრომელი);
სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - 64 000 ლარი (198 თანამშრომელი);
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - 49 500 ლარი (185 თანამშრომელი);
შპს ქ. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო - 8 600 ლარი (30 თანამშრომელი);
შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი - 21 700 ლარი (83 თანამშრომელი);
შპს მედალფა ბონის კლინიკა - 12 200 ლარი (53 თანამშრომელი);
სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი - 9 300 ლარი (33 თანამშრომელი);
შპს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო - 8 600 ლარი (29 თანამშრომელი)
სსიპ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - 75 სამედიცინო პერსონალის კვება - 29 400 ლარი



აღნიშნული თანხების მობილიზება მოხდა კამპანიის ფარგლებში, რომელიც გალფმა 19 მაისიდან წამოიწყო. გალფ კლუბის წევრებს საწვავის ჩასხმის პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი წვლილი შეეტანათ კრიზისის დაძლვაში და თითოეული მომხმარებლის მიერ ჩასხმული თითეოეული ლიტრიდან 5 თეთრი სპეციალურ ფონდში ირიცხებოდა. კამპანიის ფარგლებში


(R)


თეგები:
გალფი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up