გალერია თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

გალერია თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

access_time2021-11-26 21:31:35

„გალერია თბილისში“ შუქის გამორთვის გამო, მცირეხნიანი ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სოციალურ ქსელში მომხმარებელი  წერს, ევაკუაციამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე სავაჭრო ცენტრში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყდა. 

ევაკუაციამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა მაღაზაიაში და უამრავი ადამიანი დავდექით მოლოდონის რეჟიმში. 30 წუთში ჩაირთო ხმოვანი შეტყობინება რომელმაც დაიწყო მოწოდება რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა შენობა სავეაკუაციო გასასვლელით. შიშის მიუხედავად ხალხი ძალიან მობილიზებულად წავიდა გასასვლელისაკენ. გარეთ გასვლიდან 5-10 წუთში ხალხის ნაწილი შენობას ისევ დაუბრუნდა და გვითხრეს რომ აღარ არსებობდა შიშის საფუძველი თუმცა ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება მაღაზიებს შესაბამასად შოპინგის შესაძლებლობა ამ დრომდე არ არის. როგორც ხმოვანმა შეტყობინებამ გვაცნობა დაახლოებით 1 საათი დასჭირდება ელექტროენერგიის ჩართვას  წერს მომხმარებელი გიორგი ჭუმბურიძე

ინციდენტი დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა , ამ ეტაპზე გალერეა თბილისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

მოგვიანებით გალერეა თბილისის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ვარდნის გამო სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი ტრანსფორმატორის დაზიანებამ ელექტროენერგის შეწყვეტა გამოიწვია.



"ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, დაზიანდა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი ტრანსფორმატორი, რამაც გამოიწვია გალერია თბილისის მაღაზიებში ელექტროენერგიის შეწვეტა. ამ მიზეზით შენობაში ჩაირთო განგაშის სიგნალი, თუმცა, რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ტექნიკური სამსახური დარწმუნდა, რომ შენობაში ყოფნა იყო უსაფრთხო, მომხმარებლები დაბრუნდნენ შენობაში.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად.

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. მასშტაბური შეთავაზებები დაიგეგმა კონკრეტულად ამ დღისთვის და ძალიან ვწუხვართ რომ, ტექნიკური პრობლემის გამო, მომხმარებლების ნაწილმა ვერ შეძელით შავი პარასკევის ფასდაკლებებით სრულყოფილად სარგებლობა".  წერია განცხადებაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up