„გალერია თბილისმა“ 2020 წელი 49.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა

„გალერია თბილისმა“ 2020 წელი 49.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა

access_time2021-10-14 12:00:07

2020 წელი განსაკუთრებით წამგებიანი სავაჭრო ცენტრებისთვის აღმოჩნდა. ისინი ორივე ლოქდაუნის დროს დაკეტეს, რის გამოც ყველა მათგანი ზარალზე გავიდა. მაშინაც კი, როცა ვაჭრობა დაშვებული იყო, რეგულაციების გამო ხარჯები 2019 წლის მაჩვენებლებს აჭარბებდა. მართალია, უფრო დიდი დარტყმა უშუალოდ სავაჭრო ცენტრებში განთავსებულმა მაღაზიებმა მიიღეს, მაგრამ საიჯარო შემოსავლები თავად მოლებსაც შეუმცირდათ. იმ სავაჭრო ცენტრებიდან, რომლებმაც 2020-ის ანგარიშგება უკვე წარადგინეს, ყველაზე დიდი, 49.6 მლნ ლარიანი ზარალით წელი „გალერია თბილისმა“ დაასრულა.

 


დიდი მოლების უმრავლესობა თბილისში გარეუბნებშია განთავსებული, გამონაკლის „გალერია თბილისი“ წარმოადგენს, რომელიც ქალაქის ცენტრშიცაა და ტურისტული არეალის სიახლოვესაც. ჩავარდნილმა ტურიზმმა მის შემოსავლებზე დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა 9-დან 28 ნოემბრამდე, მაშინ როცა გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდებოდა, მაგრამ მოლებს მუშაობის უფლება ჰქონდათ, საღამოს საათებში დაკეტვამდე „გალერია თბილისში“ უფრო მეტი ადამიანი ასწრებდა მისვლას, ვიდრე „ისთ ფოინთსა“ და „თბილისი მოლში.“

 


2020 წელს „გალერია თბილისის“ ამონაგები (ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი) 2019 წლის 33.7 მლნ-დან 19.6 მლნ ლარამდე შემცირდა, მაგრამ ზარალის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მაინც ხარჯების ზრდა გახდა. 2019 წელს ფინანსურმა ხარჯებმა 22 მლნ ლარი შეადგინა, 2020 წელს კი 53 მლნ. შედეგად ყველა სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ზარალმა 49.6 მლნ ლარს მიაღწია. სავაჭრო ცენტრი 2019 წელსაც მინუსში გავიდა, ოღონდ მაშინ ზარალი 5.6 მლნ-ს უდრიდა.

 



2020 წელს „გალერია თბილისის“ ვალდებულებები 172 მლნ ლარიდან 211 მლნ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის მიმდინარე ვალდებულებები 63 მლნ-დან 28 მლნ-მდე შემცირდა, მაგრამ გრძელვადიანი ვალდებულებები 101 მლნ-დან 176 მლნ ლარამდე გაიზარდა.


 

ყოფილი „უნივერმაღი თბილისის“ ტერიტორიაზე 2017 წლის 30 ნოემბერს „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით ახალი სავაჭრო ცენტრი - „გალერია თბილისი“ გაიხსნა. გახსნის მომენტში გასაქირავებელი 25 000 კვადრატული მეტრიდან 60% იყო ათვისებული, 2019 წელს - 100%. მოლში არსებული საერთაშორისო ბრენდებიდან 30% პირველად იყო საქართველოში შემოსული. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა სავაჭრო ცენტრში ასევე განთავსებულია სუვენირების, ბიჟუტერიისა და ოქროულის მაღაზიები, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკების ფილიალები, სწრაფი კვების ობიექტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინოთეატრი და სასტუმრო რომელსაც 2020 წლის მარტის შემდეგ მუშაობა აღარ განუახლებია.

 


2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აუდიტორული კომპანია BDO-ს შეფასებით უშუალოდ სავაჭრო ცენტრის ღირებულება $97 მლნ-ს შეადგენდა, სასტუმროს ღირებულება - $5.6 მლნ-ს, ოფისი 1-ის ასევე $5.6 მლნ-ს და ოფისი 2-ის $2.8 მლნ-ს.

 


სხვა სავაჭრო ცენტრებიდან „თბილისი მოლსა“ და შედარებით მცირე ზომის „გლდანი მოლს“ 2020 წლის ანგარიშგება არ გაუსაჯაროებიათ. „ისთ ფოინთ“-ის საიჯარო შემოსავალი 28 მლნ-დან 21 მლნ ლარამდე შემცირდა. წლიურმა ზარალმა კი 33 მლნ ლარი შეადგინა. გალერია თბილისიგან განსხვავებით საპროცენტო ხარჯების შემცირების შედეგად ისთ ფოინთისთვის 2020 წელს ზარალი 1.6 მლნ-ით შემცირდა. რაც შეეხება კიდევ ერთ სავაჭრო ცენტრს „სითი მოლს“ 2020-ში ის საბურთალოს განახლებული ფილიალის ხარჯზე გაფართოვდა და მისი შემოსავლებიც 26 მლნ-დან 40 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა მისი 2019 წლის 6.4 მლნ ლარიანი მოგება 11.7 მლნ ლარიანი ზარალით შეიცვალა.


გიორგი ელიზბარაშვილი






თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up