„გალერია თბილისისა“ და „პარაგრაფ შეკვეთილის“პროექტების გასხვისების პროცესი ჩაიშალა

„გალერია თბილისისა“ და „პარაგრაფ შეკვეთილის“პროექტების გასხვისების პროცესი ჩაიშალა

access_time2020-12-08 13:00:23

ინვესტორები „გალერია თბილისით“ და „პარაგრაფ შეკვეთილით“ დაინტერესდნენ, თუმცა პროექტების გასხვისების პროცესი ჩაიშალა. როგორც„კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ განუცხადა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მრავალმილიონიანი პროექტების გასხვისების პროცესი რამდენიმე წლით გადავადდა. საქართველოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში ზოგადად ინვესტორებს დაბალი გადასახადები და ბიზნესის წარმოების სიმარტივე იზიდავდა. თუმცა მისი განმარტებით, დღეს ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამდე ინვესტორების გააქტიურებას ისეთი პერიფერიული ბაზრების მიმართულებით როგორიც საქართველოა არ უნდა ველოდოთ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილს გასხვისებაა. ჩვენ, პანდემიამდე რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება, ისეთი პროექტების თაობაზე როგორიცაა: „გალერია თბილისი“ და „პარაგრაფ შეკვეთილი“, თუმცა პანდემიით გამოწვეული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ეს პროცესი მინიმუმ ერთი, ხოლო საშუალოდ 2-3 წლით გადაიდო, ვინაიდან ახლა ინვესტორები ძირითადად აქტივების იაფად შეძენით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

 

ცოტნე ებრალიძე კომერსანტთან აცხადებს, რომ ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით და რეგიონშიც მნიშნელოვნად აღინიშნებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, შედეგად აღნიშნული ტენდენციის ასახვა მისი თქმით, საქართველოშიც მოსალოდნელი იყო. იქედან გამომდინარე, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ სტრატეგიული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, მრეწველობა. ებრალიძეს ვკითხეთ, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას ფონდის ოთხი ძირითადი საინვესტიციო მიმართულების კუთხით:


 „ზოგადად, დღეისათვის ნებისმიერი დარგისთვის მთავარი გამოწვევა კოვიდ-19-ის შედეგად განვითარებული მოვლენებია. ქვემოთ ვეცდებით უფრო დავაკონკრეტოთ მდგომარეობა თითოეული დარგის მიხედვით, ჩვენი პროექტების ჭრილში:


 

უძრავი ქონების მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროექტების უმეტესობა ე.წ. კომერციულ უძრავ ქონებას წარმოადგენს (სასტუმროები, საოფისე ფართები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.). ამ დარგში დღეს ძირითადი გამოწვევა კოვიდი და მისი თანმდევი ეფექტებია, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა სექტორი. კომერციული უძრავი ქონების ერთმა ნაწილმა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო საერთოდ დაკარგა შემოსავალი, ხოლო მეორე ნაწილმა შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი ვერ მიიღო, ეს კი იმის პარალელურად რომ ამ სექტორში ხარჯების შემცირება ძალიან ძნელია და ხშირად გასავლების საკმაოდ დიდ ნაწილს ბანკის სესხის მომსახურების ხარჯი წარმოადგენს. უახლოეს მოკლევადიან პერიოდში მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ ეს სექტორი შესაძლოა კიდევ უფრო დაზარალდეს, თუმცა ვიმედოვნებთ რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორებას დაიწყებს რაც გარკვეულწილად ახალ შესაძლებლობებსაც გააჩენს დარგში.

 

ენერგეტიკის სექტორს რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ პანდემიამ დროებით შეაფერხა პროექტების განხორციელება, მაგრამ ჯამში მნიშნელოვანი და ფართომასშტაბიანი პრობლემების წინაშე არ დავმდგარვართ. როგორც ყოველთვის, ახალაც განსაკუთრებით ამ სექტორში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ სწორი პოლიტიკის გატარება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მეტ ინფორმირებულობაში გამოიხატება.

 

სოფლის მეურნეობის კუთხით, შეიქმნა გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, თუმცა ჯამში გამოწვევების მიუხედავად სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტი სწორედ ამ დარგმა განიცადა. მომავალშიც ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება, ხოლო მას შემდეგ რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება აქაც შეიძლება ტურიზმის და ეკონომიკის ზრდის ფონზე  პროგრესის მოლოდინი.

 

როგორც მოგეხსენებათ, მრეწველობის მიმართულებით ჩვენ ერთ პროექტში, კერძოდ „ჰაიდელბერგ ცემენტში“ გვაქვს ინვესტიცია განხორციელებული. ამ შემთხვევაშიც სხვა  ზემოთხსენებულ სექტორებთან შედარებით პანდემიის ეფექტი ყველაზე ნაკლებად აისახა, თუმცა გამოწვევად რჩება ბაზრის დაცვა იმპორტირებული საქონლისაგან, რომელიც ხშირად სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ან დემპინგურ ფასად შემოდის“, - განმარტავს ცოტნე ებრალიძე.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up