გალერია თბილისი ერთი წლის შემდეგ - სავაჭრო ცენტრში დღეს 115 ობიექტია წარმოდგენილი - ინტერვიუ „გალერია თბილისის“ დირქტორთან

გალერია თბილისი ერთი წლის შემდეგ - სავაჭრო ცენტრში დღეს 115 ობიექტია წარმოდგენილი - ინტერვიუ „გალერია თბილისის“ დირქტორთან

access_time2018-11-09 15:00:02

„გალერია თბილისი“ - ქალაქის გული არის მულტიფუნქციური სივრცე, სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული საჭიროებებისთვის - შოპინგი, კვება, გართობა და სერვისი. ზუსტად ერთი წლის წინ გალერია თბილისში პირველი სავაჭრო ობიექტები გახსნეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა H&M, Armani Exchange, Calvin Klein, Lacoste და ა.შ. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ ვითარდება ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესი და სავაჭრო ობიექტი ქვეყანაში. სწორედ ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ჩვენ „გალერია თბილისის“ დირქტორს ნიკა ცინცაძეს ვესაუბრეთ.  

 

2017 წლის ნოემბერში „გალერია თბილისი“ გაიხსნა და მისი გახსნიდან თითქმის ერთი წელი შესრულდა. როგორია ბაზარზე ოპერირების ერთი წელი, ასევე ამ დროის განმავლობაში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით რა სახის სირთულეებთან გამკლავება მოუხდა სავაჭრო ცენტს?

 

-ერთი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გალერია თბილისი იქცა ყოველდღიური დანიშნულების ადგილად თბილისის მოსახლეობისთვის. ეს არის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ქალაქის მცხოვრებლები სტუმრობენ, არა მხოლოდ შოპინგისთვის, არამედ გასართობად, სხვადასხვა სერვისის მისაღებად. მაღაზიებთან ერთად ჩვენთან წარმოდგენილია შემდეგი ობიექტები - კინოთეატრი - კავეა გალერია თბილისი, ბოულინგ ბარი - ბოლრუმი, 2 თეატრი - თავისუფლების და გრიბოედოვის, კაფეები ღია ტერასებით, ბანკი და სალონი.


ყოველდღიურად გალერია თბილისს საშუალოდ 23,000 ადამიანი სტუმრობს რაც, ვფიქრობ, ნამდვილად დიდი მიღწევაა. ამ ერთ წელიწადში გაიხსნა ახალი მაღაზიები და ობიექტები. თუ გახსნის მომენტში ათვისებული იყო სავაჭრო ცენტრის 60%, ამ ეტაპზე დატვირთულია 95%.


სირთულეებს რაც შეეხება, ძალიან რთულია, ცნობილი ბრენდების შემოყვანა იმ ბაზარზე, რომელსაც პრაქტიკულად არ იცნობენ. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ბრენდთან, ვესწრებით გამოფენებს და ვცდილობთ,  სიახლეები შევთავაზოთ ქართულ ბაზარს.

 

-  რატომ წარმოადგენს ცნობილი ბრენდების საქართველოში შემოსვლა სირთულეს?

 

 ბრენდებს დიდი დრო სჭირდებათ ქართული ბაზრის დეტალურად შესასწავლად. ამას გარდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრენდი პირდაპირ არ შემოდის, მან ბაზარზე უნდა იპოვოს ფრენჩაიზ პარტნიორი, რაც ასევე საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს. თუმცა, არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლის შემდეგ, ისინი ხვდებიან, რომ ეს ნამდვილად მომხიბვლელი ბაზარია. ისეთი ფაქტორები როგორიცაა - საგადასახადო სისტემის გამჭირვალობა, ბიზნესის განვითარებისთვის დამატებითი ბარიერების არარსებობა, მათთვის ქვეყნის ასათვისებლად პოზიტიური ფაქტორებია.

 

ერთი წლის განმავლობაში როგორია „გალერეა თბილისის“ გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი? რამდენი პროცენტითაა გაზრდილი?


 

ამ ეტაპზე,  უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში, გაყიდვების მოცულობა 36%-ითაა გაზრდილი.

 

ამ ეტაპისთვის გალერიას სივრცეში ჯამში რამდენი ობიექტია წარმოდგენილი?

 

ამ ეტაპზე გალერია თბილისში ჯამში115 ობიექტია წარმოდგენილი. აქედან 65 ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სპორტის, საბავშვო და აქსესუარების მაღაზიებია. 7 პარფუმერული, 1 სუპერმარკეტი, 15 საყოფაცხოვრებო, ტექნიკა, სხვადასხვა, 15 კვების ობიექტი, 5 გასართობი და 7 სერვისის მომსახურება.

 

რამდენად მარტივია ქვეყანაში სავაჭრო სივრცის განვითარება და მისი როგორც ბიზნესის წინსვლა? როგორ ფიქრობთ, „გალერია თბილისმა“ როგორ და რის ხარჯზე შეძლო წინსვლა, როდესაც ქვეყანაში არც ისე სახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა.

 

ჩვენი მთავარი უპირატესობა და მიზეზი იმისა, რატომაც უამრავი ადამინისთვის ეს სივრცე იქცა, ყოველდღიური დანიშნულების ადგილად არის, რა თქმა უნდა,  ადგილმდებარეობა. გალერია თბილისი არის ერთადერთი ასეთი მასშტაბის სავაჭრო ცენტრი ქალაქის ცენტრში. ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ან მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ეს არის ძალიან ხელსაყრელი ადგილი, როგორც შოპინგისთვის, ისე სხვადასხვა საჭიროებებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხარებლებისთვის.

 

ქვეყანაში სავაჭრო სივრცის განვითარება და მისი როგორც ბიზნესის წინსვლა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან საკმაოდ დიდი კონკურენციაა ამ ბაზარზე და რთულია ახალი მოთამაშისთვის თავის დამკვიდრება. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ  სხვებისგან განსხვავებული ბრენდ მიქსი და მომსახურებები შესთავაზო მომხმარებლებს, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

 

 

სამომავლო გეგმები, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე საჭირო და საინტერესო ეტაპია. რა სიახლეებს გეგმავს „გალერია თბილისი“ სამომავლოდ?

 

ამ ეტაპზე „გალერია თბილისის“ მსგავსი მასშტაბის პროექტის რეგიონებში განხორციელება არ იგეგმება. რაც შეეხება, ახალ ბრენდებს, წლის ბოლომდე ჩვენთან გაიხსნება სამი ახალი მაღაზია, აქედან ორისთვის ეს იქნება პირველი ობიექტი საქართველოში. კონრეტულად რომელ ბრენდებზეა საუბარი, ამას უახლოეს მომავალში დავაანონსებთ.

 

 

 

შეგახსენებთ, გალერია თბილისი საქართველოს „თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ფონდმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?
access_time2019-04-25 20:30:24
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე...

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...


მსგავსი სიახლეები

up