„კომერსანტის“ ინფორმაციით „გალერია თბილისის“ გაყიდვის გარიგება შედგა. როგორც მედიაჰოლდინგს წყარო უყვება, გარიგების ოდენობა 120 მლნ დოლარს შეადგენს და ახლა გარიგების დასრულების იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის გენერალურ დირექტორს დავუკავშირდით. ნიკოლოზ ცინცაძე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს:
„გალერია თბილისი“ არ გაყიდულა, ყველაფერი ძველებურადაა. სავაჭრო ცენტრის გასხვისებას ვაპირებთ. მოლაპარაკებები შეიძლება მიმდინარეობდეს, მაგრამ იმ ეტაპამდე არცერთი მოლაპარაკება არ არის მისული, რომ თქვენი ინფორმაცია დავადასტუროთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ნიკოლოზ ცინცაძემ.
„გალერია თბილისის“ გასხვისების შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვჯს არ ადასტურებს თანაინვესტირების ფონდიც.
შეგახსენებთ, რომ „გალერია თბილისი“ 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „გალერია თბილისი“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერი $130 მილიონად ჰყიდდა.
კომერსანტი