„გალერია თბილისმა“ მაღაზიები ორი თვით იჯარის გადასახადისგან  გაათავისუფლა

„გალერია თბილისმა“ მაღაზიები ორი თვით იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლა

access_time2020-05-20 15:40:41

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა  ბიზნესმა უკვე დაიწყო. დაიწყეს იმაზე ფიქრიც თუ , როგორ გამოვიდნენ კრიზისიდან მინიმალური ზარალით. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია „გალერეა თბილისის ადმინსიტრაციას“ სავაჭრო ცენტრის რამდენიმე მეიჯარემ  ფართის დაცლის მოთხოვნით ოფიციალურად  მიმართა. „გალერეა თბილისის“ დირექტორის  ნიკა ცინცაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მაღაზიებს ორი თვის იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლების.

 

 

„რამდენიმე მაღაზიის მეპატრონემ მოგვმართა ფართის დაცლის მიზნით, რადგან  უსახსრობის გამო აღარ შეეძლოთ იჯარის გადასახადის გადახდა. ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ მათი მდგომარეობა და არა მარტო მათ არამედ ყველა მაღაზიას გავათავისულეთ ორი თვის იჯარის გადასახადისგან.  მსგავს საკითხზე ყველა მეიჯარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ თავიანთი სურვილით  დატოვებენ  სივრცეს, ამასაც გაიგებთ. ჩვენ ადეკვატურები ვიქნებით მეიჯარეებთან, ბაზარი გვიჩვენებს როგორ მოვიქცეთ, დავაკლოთ თუ უცვლელი დავტოვოთ ყოველთვიური გადასახადი“,-აცხადებს ნიკა ცინცაძე.

 

მეიჯარეებისთვის გაწეული დახმარების პარალელურად, ნიკა ცინცაძე სავაჭრო ცენტრის კრიზისულ მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, დღემდე არ დაუთვლიათ ზარალი, რომელიც კორონავირუსის გამო კომპანიას მიადგა.  „გალერეა თბილისის“ დირექტორის  განცხადებით პანდემიამ ობიექტის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დააზარალა.მისივე თქმით კომპანიას არ შეუმუშავებია ანტიკრიზისული გეგმა, რადგან მხოლოდ ბაზრის ამოქმედებას ელოდებიან.

 

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სავაჭრო ცენტრის მუშაობა შევაჩერეთ. მას შემდეგ უშემოსავლოდ ვართ დარჩენილები, რადგან  ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია მეიჯარეებზე. თუმცა უცვლელი დაგვრჩა ხარჯის ნაწილი, თანამშრომლების ხელფასი, დაცვა, კომუნალურები  და მსგავსი ხარჯების დაფარვა დღემდე გვიწევს. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზარალის რაოდენობას, არ დაგვითვლია და როდესაც განვაახლებთ სამუშაო პროცესს აუცილებლად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. იმ მდგომარეობაში, როგორშიც მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაა ეს გარდაუვალი პროცესია, არ ვართ გამონაკლისები და გაგებით ვეკიდებით არსებულ მდგომარეობას“,- აცხადებს ცინცაძე.

 

„გალერეა თბილისის“ დირექტორს  მთავრობის გადაწყვეტილება 7 ივნისამდე სავაჭრო ცენტრების დახურვასთან დაკავშირებით მართებულად მიაჩნია თუმცა, როგორც მან საუბრისას აღნიშნა სავაჭრო ცენტრს ყველა წესის გათვალისწინებით მუშაობის დაწყება დღესაც შეუძლია.


 

„ამ დრომდე ხალხმრავალი სივრცეების დახურვა მართებულად მიმაჩნია. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი რისკი იყო ვირუსის გავრცელების, ახლა შედარებით დასტაბილურდა მდგომარეობა და სანამ რეგულაციები ბოლომდე არ შემუშავდება ვერ გაიხსნება სავაჭრო ცენტრი. ეს უნდა გვესმოდეს, რადგან ჩვენს სიცოცხლეზეა საუბარი. ჩვენთვის მთავარია მომხმარებლის უსაფრთხოება, ველოდებით 7 ივნისს და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რამდენიმე დღით ადრე გაიხსნება სივრცე თუ არა. მთავარი მომხმარებლის და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებაა.


გახსნის თარიღი ცნობილია, თუმცა ჩვენ დღესაც მზად ვართ, გვაქვს ყველა ის ინვენტარი რაც  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ყველა ობიექტმა უნდა გამოიყენოს. ეს საკითხი ჩვენ გავიარეთ და ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც ბიზნესომბუდმენთან ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო სივრცეის შექმნას,“-განაცხადა ნიკა ცინცაძე.

 

კომერსანტან საუბარში ცინცაძემ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმაც შეაფასა და განაცხადა, რომ დოუმენტი დღევანდელ რეალობასაა მორგებულია. თუმცა „გალერეა თბილისის“ დირექტორი კონკრეტული შეფასებისგან თავს იკავებს.

 

„ვერ ვილაპარაკებ ყველას სახელით, ყველა ბიზნეს მიმართულებას ინდივიდუალური მიდგომა სჭიდება.  შეიძლება რომელიმე ბიზნესს არ ერგებოდეს ეს გეგმა და მათ ნაცვლად საუბარი არ მინდა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა,  სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან  პოზიტიური მდგომარეობაა, არ გვყავს ბევრი დაავადებული რაც ყველაზე მთავარია.  მოსახლეობამაც იცის პანდემიის დროს როგორ უნდა მოიქცნენ.  ვფიქრობთ რომ ხალხი დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და მოლოდინიც ოპტიმისტური გვაქვს.“-აცხადებს ნიკა ცინცაძე.

 

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაა. იგი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს “გალერია თბილისი ჯგუფის” შემოსავალი 25 მილიონი ლარი; საოპერაციო მოგება – 10,9 მილიონი. თუმცა სავაჭრო ცენტრმა 2018 წელი 1,1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯგუფის საკუთრებაში იყო – 199,308 მლნ ლარის აქტივები.

 

კომპანია ფლობს 100%-იან წილს შვილობილ კომპანიაში – შპს რია-რია (ღია-ღია LLჩ), ბავშვთა გასართობი ცენტრი სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფი ეკუთვნის შემდეგ კომპანიებს: შპს “მოვატ ჯორჯია” (Mოწატ Gეორგია) (98.11%), სს “უნივერმაღი თბილისი” (1.7%), შპს “კაფე თბილისი-5” (0.19%). ჯგუფის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GჩF LP – შეზღუდული პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა კაიმანის კუნძულებზე.

 

ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up