გალში მაცხოვრებელი 185 აბიტურიენტდან უმეტესობამ გამოცდაზე დასწრება ვერ შეძლო

გალში მაცხოვრებელი 185 აბიტურიენტდან უმეტესობამ გამოცდაზე დასწრება ვერ შეძლო

access_time2019-07-01 20:15:05

სოხუმის რეჟიმი ქართველი მოსწავლეების შევიწროებასა და ერთგვარ „დასჯას აგრძელებს. გალის სკოლების დაბალ კლასებში ქართულად სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ვერ ახერხებენ, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ენგურის ხიდზე მიმოსვლა ჩაკეტა.

 

სოხუმის რეჟიმი არ აპირებს მიმოსვლის ნებართვა დაუშვას ქართველ აბიტურიენტებზე. რის გამოც გალში ჩარჩენილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი პირველ გამოცდას ვერ დაესწრო. რა იქნება შემდეგ, როდის გაიხსნება მიმოსვლა, ჯერ უცნობია. მიმოსვლის ნებართვა სპეციალური საშვით მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებისთვისაა დაშვებული, რომ თავად აფხაზეთს არ შეექმნას ელექტროენერგიის პრობლემა.

 

აფხაზურმა მხარემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება.

 

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. უწყება მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს, ეროვნულ გამოცდებში იმ მომენტიდან ჩაერთონ, რა დროსაც ხიდის გადმოლახვას მოახერხებენ.

 

„ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში ჩაერთონ,-ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

 

მისივე თქმით, სამინისტრო დააკვირდება პროცესს და საბოლოო ჯამში, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველყოფენ ამ აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

 

გალის სკოლებიდან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული და მათი აბსოლუტური უმეტესობა გამოცდაზე ვერ მიდის.

 


გალის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა შონია ამბობს, რომ გალის ოკუპირებული რაიონიდან 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან მცირე ნაწილი გადმოსულია ე.წ. საზღვარზე, მნიშვნელოვანი ნაწეილი კი გზის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ მხარეს რჩება, რის გამოც აბიტუიენტებიც და მათი მშობლებიც შეშფოთებულები არიან და ითხოვენ გარკვევას, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა.

 

მისი თქმით, აფხაზურ მხარესთან კომუნიკაცია იყო, რომ აბიტურიენტების გამოშვება მომხდარიყო, თუმცა უშედეგოდ.

 

„მთელი მთავრობა ჩართულია, რომ ამ ბავშვების დასახმარებლად ღინისძიებები გატარდეს და რა სახის იქნება ეს, როგორ შეძლებენ ეს ბავშვები შემდგომ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უახლოეს დროში გახდება ცნიბილი. ამ აბიტურიენტების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. აფხაზური მხარე ყველანაირად ცდილობს, შეაფერხოს აბიტურიენტების გადმოსვლა და თვლიან, რომ ამ ბავშვებმა სწავლა ან სოხუმში გააგრძელონ, ან ადგილზე დატოვონ, - ამბობს შინია.

 

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში სულ 30 სკოლაა დარჩენილი და წლებია ამ სკოლებში ქართულად სწავლება იზღუდება.

 

„ეს თემა წლებია პრობლემურია. ამ სკოლებში მე-8 კლასის ჩათვლით სწავლება მთლიანად რუსულად მიმდინარეობს. სამი წლის შემდეგ კი ყველა ამ სკოლაში ქართული კლასიც აღარ იქნება და სწავლება ბოლომდე რუსულენოვანი გახდება, - ამბობს შონია.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 1-ელ ივლისს საქართველოს 11 ქალაქსა და 23 საგამოცდო ცენტრში დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.

 

წელს გალის 30 სკოლა სულ 410-მა მოსწავლემ დაამთავრა. აბიტურიენტად რეგისტრირებულია 185-მდე.

 

2005-წლიდან 2018 წლის ჩათვლით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან სულ 4237 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და ჩარიცხულია 1300-მდე. ბოლო სამი წლის მონაცემი წლების მიხედვით კი ასეთია:

 

2018 წელს გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებილი 30 სკოლა დაამთავრა - 372-მა მოსწავლემ, აბიტურიენტად დარეგისტრირდა -244 და ჩაირიცხა - 138.

 

2017 წელს სკოლა დაამთავრა 362-მა, აბიტურიენტად დარეგისტრირდა - 211 და ჩაირიცხა 120.

 

2016 წელს სკოლა დაამთავრა 348-მ, აბიტურიენტად დარეგისტრირდა 205 და ჩაირიცხა - 84.

 

წყარო: რეზონანსი


თეგები:
გალი



„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up