Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო!

Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო!

access_time2020-02-13 13:30:34

11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარსდგა მომხმარებლების წინაშე.


წარმოდგენილი მოდელებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას Galaxy S20 Ultra იმსახურებს. ის უზარმაზარი 6.9 ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის, 120Hz სიხშირის, დინამიური AMOLED ეკრანით არის წარმოდგენილი და უმცროსი მოდელებისგან განსხვავებით, მასში გიგანტური ზომის 5,000 mAh აკუმულატორი გვხვდება. სმარტფონში გამოყენებულია რევოლუციური, 108 MP მთავარი, 12 MP ულტრა-განიერი, TOF 3D კამერა უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის და რაც მთავარია 48 MP პერიოსკოპიული ტიპის ტელეფოტო კამერა. კამერების ასეთი წყობა ფოტო გადაღების არნახულ დეტალიზაციას, ფერების სიმკვეთრეს, იდეალურ დინამიურ დიაპაზონსა და კოსმიურ ზუმს გვპირდება.


Galaxy S20 Ultra-ს შესაძლებლობა აქვს გადაიღოს ვიდეოები 8K ფორმატში, რაც სმარტფონისთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო. S20 Ultra ერთადერთი სმარტფონია Space Zoom ფუნქციით, რომელიც გადასაღები ობიექტის 100-ჯერ მოახლოების საშუალებას იძლევა. ხოლო, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი Single Take ფუნქცია, საშუალებას იძლევა სმარტფონმა ერთი კადრის გადაღებისას გამოიყენოს ყველა კამერა და მომხმარებელს აჩვენოს განსხვავებული ტიპის და პერსპექტივის ფოტოები და ასევე, შექმნას ეფექტური კოლაჟი.


რაც შეეხება უმცროს მოდელებს, Galaxy S20 და Galaxy S20+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის დინამიური AMOLED ეკრანებით, რომლებშიც ასევე გამოყენებულია ეკრანის განახლების 120 Hz ტექნოლოგია. სმარტფონები აღჭურვილია 8 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო აკუმულატორის მოცულობა შესაბამისად 4,000 და 4,500 mAh შეადგენს. ორივე სმარტფონში გვხდება ახალი, Exynos 990-ის 7nm-იანი პროცესორები, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. Galaxy S20-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: 12 MP განიერი, 12 MP ულტრაგანიერი და 64 MP ტელეფოტო კამერა. რაც შეეხება Galaxy S20+ ს, მას დამატებული აქვს მე-4 TOF 3D კამერა, უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის (ფრონტალური კამერა 10MP). კამერების ასეთი შეთავსება მომხარებელს იდეალური ფოტოების და ვიდეოების გადაღების საშუალებას აძლევს ნებისმიერ გარემოებაში.


როგორც ჩანს, სამსუნგმა Galaxy S20 ხაზის მოდელებში მისი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინა და მომხმარებელს ტექნოლოგიური შესაძლებლობის პიკი შესთავაზა. წელს ჩვენ ვიხილეთ გალაქსის სმარტფონები, რომელთაც აქვთ არნახული სისწრაფე და ყველაზე მრავალფეროვანი და დახვეწილი კამერათა სისტემა.


სმარტფონების წინასწარი შეკვეთები საქართველოში 12 თებერვლიდან დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. ყველა, ვინც ამ პერიოდში განახორციელებს შეკვეთას, საჩუქრად მიიღებს Samsung Galaxy Buds+ ყურსასმენებს. წინასწარი შეკვეთის პერიოდშივე იმოქმედებს Trade-In აქცია, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება შეაფასებინოს ძველი სმარტფონი და მიიღოს Galaxy S20 სერიის მოდელები განსაკუთრებულ ფასად. 13 მარტიდან კი Galaxy S20-ის სმარტფონები ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვებში.



აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერთიფიცირებული ტექნიკოსები და დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ სერვისზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.


ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!




(R)

თეგები:
Galaxy



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up