Galaxy Note10|10+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო

Galaxy Note10|10+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო

access_time2019-08-09 15:50:25


სამსუნგის უახლეს ფლაგმანებზე Galaxy Note10|10+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო. თქვენ უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინასწარ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან და მიიღოთ საჩუქრად Galaxy Buds.



7 აგვისტოს პრეზენტაციაზე პირველად ნოუთის ხაზის ისტორიაში სამსუნგმა ორი სხვადასხვა ზომის და კონფიგურაციის სმარტფონი წარმოადგინა - Galaxy Note10 და Galaxy Note 10+.
Galaxy Note-ის მეათე სერიის სმარტფონების ზომები Note სერიისთვის რეკორდულად პატარაა. ეკრანის ირგვლივ ჩარჩოები ფაქტიურად გამქრალია და ფრონტალური ნაწილის 90.5% ეკრანს უჭირავს. Note10+ კი ნოუთების სერიაში ყველაზე დიდი ეკრანი აქვს.



სწრაფი უსადენო დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერა, ობიექტების 3D სკანირება, ვიდეოგადაღების სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები, აკუმულატორის გაზრდილი მოცულობა და ახალი თაობის სტილუსი, რომელიც ახლა უკვე შეხების გარეშე მართვის საშუალებას გაძლევთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის რასაც ნოუთ სერიის ახალი წარმომადგენლები გვთავაზობენ.



Galaxy Note10 წარმოდგენილია 6.3 ინჩიანი Infinity O-ტიპის ეკრანით და 8 GB ოპერატიული მეხსიერებით. აქვს სამი ძირითადი კამერა (ფართოკუთხიანი 12 MP, f/1.5- f/2.4, 27mm; ტელეფოტო - 12 MP, f/2.1, 52mm, ულტრაფართოკუთხიანი ლინზა 16 MP, f/2.2, 12mm). სელფი კამერა კი აღჭურვილია ფართოკუთხიანი 10 მეგაპიქსელიანი სენსორით. აკუმულატორის მოცულობა წარმოდგენილია 3500 მილიამპერით.



Galaxy Note10+ გიგანტური 6,8 ინჩი Infinity O ეკრანით ყველაზე დიდი და ძლიერი მობილური მოწყობილობაა ბაზარზე. შიდა მეხსიერება 256 GB . მიკრო SD ბარათის მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ მეხსიერება 1 ტერაბაიტამდე გაზარდოთ. პლუს ვერსია ასევე წარმოდგენილია გიგანტური, 12 GB ოპერატიული მეხსიერებით. Galaxy Note 10+ ვერსიაში ძირითადი კამერების რაოდენობა ოთხია. აქვს დამატებული 3D სიღრმის სენსორი, იგივე TOF კამერა. სელფი კამერის ტექნიკური მახასიათებლები Note 10-ის იდენტურია. გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის აკუმულატორის მოცულობაც შესაბამისია და შეადგენს 4300 მილიამპერს.



არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი მათგანის მფლობელი გახდებით იქნება ეს Galaxy Note10 თუ Galaxy Note10+. ორივე შემთხვევაში თქვენ მობილური ტექნოლოგიების ბოლო მიღწევებს მიიღებთ.



29 აგვისტომდე თქვენ შეგიძლია შეუკვეთოთ წინასწარი და მიიღოთ საჩუქრად Galaxy Buds. წინასწარი შეკვეთები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან არის შესაძლებელი - ელიტ ელექტრონიკსი, ალტაოქეი, მეტრო მარტი, მაგთი და სხვა ქსელები, სადაც სამსუნგის სმარტფონები წარმოდგენილია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ოფიციალური ჰოლოგრამით დაცული სმარტფონი არის ერთადერთი გარანტია რომ თქვენ მიიღებთ ახალ, ორიგინალ და საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებულ პრიდუქტს. ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება სამსუნგის ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში კი თქვენი სმარტფონის დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი და ახალი ქარხნული დეტალებით.



Galaxy Note10 | Note10+ საქართველოსო ხელმისაწვდომია ოთხ ფერში : მოელვარე ნათება, მოელვარე თეთრი, მოელვარე შავი და წითელი. შეუკვეთე წინასწარ 29 აგვისტომდე და გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს.


(NS)


თეგები:
Galaxy Note10|10+



დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...


მსგავსი სიახლეები

up