გაკვეთილები, რომელიც კორონავირუსმა გვასწავლა- ინტერვიუ გლობალური ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი შაქარაშვილთან

გაკვეთილები, რომელიც კორონავირუსმა გვასწავლა- ინტერვიუ გლობალური ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი შაქარაშვილთან

access_time2020-04-04 17:00:45

კოვიდ-19, ვირუსი, რომელზეც რამდენიმე თვის წინ არაფერი ვიცოდით, უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა გლობალური ჯანდაცვის სფეროსთვის. ვირუსთან გამკლავება ისეთ ქვეყნებსაც უჭირთ, როგორიცაა ამერიკა და ევროპის ბევრი განვითარებული ქვეყანა. რატომ ვერ შეხვდა მსოფლიო მზად პანდემიას, რომელმაც უკვე შეიწირა 46,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

როგორ შეძლო ჩინეთმა ვირუსთან გამკლავება, რა პრობლემები აქვთ ევროპის ქვეყნებს და როგორ უგებს ომს ვირუსს საქართველო. ამ თემებზე გლობალური ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი შაქარაშვილს მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

ბატონო გიორგი, უკვე რამდენიმე თვეა რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მოსახლეობა ახალი და აქამდე უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დადგა. როგორც გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა, გვითხარით რა კრიტერიუმებით ხდება მიმდინარე მოვლენების შეფასება?

ინფექციური დაავადების ეპიდემიოლოგიური აფეთქების ანალიზის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ოთხ კრიტერიუმზე. ესენია - ეპიდემიის ხანგრძლივობა, ეპიდემიის სიმკვეთრე, ინტერვენციები, რომლებიც ეპიდაფეთქების პერიოდში ტარდება და ამ ინტერვენციების გავლენა ეპიდემიოლოგიური მრუდის ფორმის ცვლილებაზე.

კორონავირუსის კონტექსტში სამ პრიორიტეტულ ინტერვენციას გამოვყოფდი. ესენია: ეპიდემიის შეკავებისკენ მიმართული ღონისძიებები, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება და ლაბორატორიული დიაგნოსტირება. ეპიდსიტუაციის ანალიზის სწორი მეთოდოლოგია მოითხოვს ამ ინტერვენციების განხილვას ზემოთაღნიშნული ოთხი კრიტერიუმის ჭრილში და ამის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შედარებას.

   ჩინეთისა და იტალიის მაგალითზე, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ სიტუაციას?

ჩინეთში ინფიცირების პირველი შემთხვევის ოფიციალური შეტყობინება გაკეთდა 31 დეკემბერს. საწყისი წერტილიდან მესამე კვირის ბოლოს, რაც ეპიდაფეთქების ადრეულ სტადიად მიიჩნევა, ჩინეთმა განახორციელა კარანტინის უპრეცედენტო ღონისძიებები, რის შედეგადაც ერთის მხრივ მოხდა მრავალმილიონიანი რეგიონების

იტალიის მთავრობამ არა მხოლოდ დააგვიანა კარანტინის შემოღება, არამედ არა ეფექტურად მიუდდა მისი დიზაინსაც და განხორციელებასაც. ჩინეთთან შედარებით ასევე უფრო ნაკლებ-ეფექტურად განხორციელდა ლაბორატორიული დიაგნოსტირებაც.

სრული ჩაკეტვა გარე სამყაროდან, და მეორეს მხრივ ამ რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობის მკაცრი თვითიზოლირება. ამის პარალელურად განხორციელდა ჰოსპიტალური სექტორის ძალიან ეფექტური მობილიზება, ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ ხდებოდა ახალი საავადმყოფოების არნახული ტემპით მშენებლობა და აღჭურვა. და ბოლოს, ამ პროცესების პარალელურად მიმდინარეობდა ფართმასშტაბიანი, ე.წ. “აგრესიული” მეთოდით ტესტირება. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარტის მესამე კვირას, დაფიქსირდა ინფექციის შიდაგადაცემის აღმოფხვრის პირველი დღე, რასაც მოყვა ახალი შემთხვევების რაოდენობა კლება, და ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში უნდა ველოდოთ შემთხვევათა საერთო რაოდენობის კლებასაც.

შედარებით სხვაგვარად წარიმართა მოვლენები იტალიაში. ერთის მხრივ, ეპიდაფეთქების ადრეულ ეტაპზე, იტალიის მთავრობის მიერ შემოღებული საკარანტინო ღონისძიებები შეუსაბამოდ არასაკმარისი იყო იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მრუდისთვის. მეორეს მხრივ, იტალიის მოსახლეობაში თვითდისციპლინის დეფიციტის გამო ვერ მოხერხდა ისედაც არასაკმარისი საკარანტინო ღონისძიებების ეფექტური განხორციელება. იტალიის მთავრობამ არა მხოლოდ დააგვიანა კარანტინის შემოღება, არამედ არა ეფექტურად მიუდგა მის დიზაინს და განხორციელებას. ჩინეთთან შედარებით ასევე უფრო ნაკლებ ეფექტურად განხორციელდა ლაბორატორიული დიაგნოსტირებაც.

იტალიიისთვის დამატებითი დამამძიმებელი ფაქტორებია მოსახლეობის საშუალო ასაკი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ხანდაზმული მოსახლეობის მაღალი პროპორციული შემცველობა და ინტენსიური სამედიცინო დახმარებისთვის აღჭურვილი საწოლფონდის შედარებით დაბალი ხვედრითი წილი.


შედარებისთვის, კორონას პანდემიამდე გერმანიაში 82 მილიონ მოსახლეზე 29 ათასი ინტენსიური დახმარების, ხელოვნური სუნთქვის აპარატით აღჭურვილი საწოლი იყო, იტალიაში კი 60 მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 12 ათასი. ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობამ იტალიაში გამოიწვია მოვლენათა არასასურველი კასკადი: ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა, შემთხვევათა საერთო რაოდენობის ზრდა, დიაგნოსტირებულად დადასტურებული გამოვლენილი შემთხვევების პროპორციის სიმცირე, მძიმე ფორმით მიმდინარე შემთხვევების პროპორციის ზრდა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვით გამოწვეული სისტემური კრიზისი.

როგორ შეაფასებთ კორონავირუსის მართვის პროცესის ეფექტურობას საქართველოში?

ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ შედეგია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ინციფირებულთა რაოდენობით საქართველოს მხოლოდ ორი ქვეყანა ჩამორჩება. თუმცა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობით ჩვენ ამ ორ ქვეყანას ვუსწრებთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებით ამ ქვეყნებისა, საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან და შვეიცარიასთან, სადაც კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებით მაღალი კერებია.

ჩემი აზრით, არსებულმა ეპიდემიურმა კრიზისმა საქართველოში რამდენიმე დადებითი ფაქტის მომსწრე გაგვხადა. პირველ რიგში, ვგულისხმობ მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში დაკავებული პროფესიონალებისადმი ნდობის ხარისხის მატებას.

მეორე გახლავთ ეფექტური ინტერ-სექტორალური კოორდინაცია. ისეთი მიმართულებებიც კი, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში არ უხდებათ ერთმანეთთან თანამშრომლობა - ჯანდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საზღვრის სამსახური, საგარეო ურთიერთობები, ფინანსური სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების რგოლები - შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებენ.

მესამე არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო ჰოსპიტალურ სექტორში ინტენსიური დახმარების საწოლფონდის რეზერვის მობილიზაცია.

მეოთხე - საერთაშორისო ბაზრებისადმი ეფექტური წვდომა. იმ პირობებშიც კი როცა მსოფლიოს მასშტაბით იყო ლაბორატორიული ტესტების, პერსონალური დამცავი საშუალებების და სხვა აუცილებელი პროდუქციის დეფიციტი, საქართველოში მათი მოწოდება არ შეფერხებულა.

რა გაკვეთილების სწავლა შეიძლება კორონავირუსის ეპიდემიისგან?

მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც მსურს ყურადღების გამახვილება არის გლობალური ჯანდაცვის ინტეგრირება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შეიცავს ეროვნული ინტერესების 14 პუნქტს, მათ შორისაა - სუვერენიტეტის და ტერიტორიალური მთლიანობის უზრუნველყოფა, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა, მაგრამ ეროვნული ინტერესების ჩამონათვალში არ ფიგურირებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. კონცეფცია ასევე მიმოიხილავს საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს, რისკებს და გამოწვევებს, სულ 12 პუნქტია, მაგრამ ამ ჩამონათვალშიც არ ფიგურირებს მოსახლეობის ჯანმრთელობა. საყურადღებოა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებული მუდმივმოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ არის ჯანდაცვის მინისტრი. ვფიქრობ, 21-ე საუკუნის რეალური გამოწვევებიდან გამომდინარე საჭიროა ჯანდაცვის დარგის უფრო აქტიური წარმოჩენა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

ეს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურად განიხილება. გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო ინსტიტუციონალურ გარემოში დღეს მრავალი მსხვილი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, როგორც საფინანსო, ისე ტექნიკური, რომლებიც კონკრეტულ თემატიკაზე სამუშაოდ შეიქმნა. ამგვარ თემატიკას მიეკუთვნება შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ტროპიკული დაავადებები, იმუნიზაცია და სხვა. მაგრამ, ამჟამად არ არის არც ერთი ინსტიტუციონალური სტრუქტურა რომელიც ექსკლუზიურად გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაზეა კონცენტრირებული.

აქვე ავღნიშნავ ერთი საინტერესო კვლევის შესახებაც, რომელმაც გაანალიზა თუ რამდენადაა ინტეგრირებული ჯანდაცვა საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციაში. ანალიზი მოიცავს ებოლას, MERS და SARS ეპიდაფეთქებების მიმოხილვას. შესწავლილი იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 400-მდე რეპორტი, რომლებიც გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალიზს აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეპიდაფეთქებების შემდგომი ორი წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტების 63% მიიჩნევდა ჯანდაცვას, როგორც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალიზის ერთ-ერთ ფაქტორს.

ეს იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის როლი გლობალურ ეკონომიკურ უსაფრთხოებაში მხოლოდ კრიზისულ პერიოდში ხდება ანგარიშგასაწევი, სხვა შემთხვევაში კი გლობალური ეკონომიკური პროგნოზები ჯანდაცვის კომპონენტის გარეშე კეთდება.

 ბატონო გიორგი, გლობალური ჯანდაცვის, როგორც დარგის მნიშვნელობაზეც გვესაუბრეთ. როგორ ფიქრობთ დაგვანახა თუ არა ამ პანდემიამ, რომ მეტი სპეციალისტი და მეტი ცოდნა გვჭირდება ამ სფეროში?

გლობალური ჯანდაცვა შედარებით ახალი დარგია, რომელიც როგორც აკადემიური დისციპლინა 1990-იანი წლების ბოლოდან იღებს სათავეს. გლობალური ჯანდაცვა სწავლობს და არეგულირებს გლობალიზაციის პროცესების მიერ გამოწვეულ ჯანმრთელობისთვის საზიანო იმ რისკ-ფაქტორებს, რომლებიც არ სცნობენ სახელმწიფოთა პოლიტიკურ საზღვრებს.

ყველა ქვეყანა, ერთნაირად მოწყვლადია ამგვარი რისკ-ფაქტორების მიმართ. ინფექციური დაავადების პანდემია მხოლოდ ერთი მაგალითია. გლობალური ჯანდაცვის სხვა რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნებათ გარემოს დაბინძურება, მათ შორის რადიაქტიური დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ანტიმიკრობული რეზისტენობა, ჯანდაცვის მუშახელის არა-რეგულირებული გლობალური მიგრაცია, ლტოლვილთა დიდი მასების გადაადგილება, ჰუმანიტარული კატასტროფები და სხვა.

გლობალური ჯანდაცვის ღონისძიებების გატარებას აუცილებლად სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა. ამისთვის კი აუცილებელია რომ ყველა ქვეყანას ჰყავდეს ამ დარგში მაღალკომპეტენტური პროფესიონალების საკმარისი რაოდენობა. სწორედ ამის გამო, დასავლეთის ქვეყნების თითქმის ყველა უნივერსიტეტში გლობალური ჯანდაცვა ისწავლება როგორც ცალკე პროფესია.ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ საქართველოში გლობალური ჯანდაცვის როგორც აკადემიური დისციპლინის განვითარებაზე. ვფიქრობ საქართველოს რეალურად შეუძლია დაიკავოს გლობალური ჯანდაცვის დარგში რეგიონალური აკადემიური ჰაბის პოზიცია. ამისთვის საჭიროა ქართული უნივერსიტეტების ძალისხმევა რეგიონალური სამაგისტრო პროგრამის განსავითარებლად. ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე დიალოგი რამდენიმე უნივერსიტეტთან და იმედი მაქვს ამ მიმართულებითაც შესაძლებელი იქნება ერთობლივი მუშაობის წარმართვა.


ამერიკის ხმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up