ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ტანსაცმლის შვედურ მწარმოებელთან H&M-თან 3 მლნ ევროს ღირებულების სასპონსორო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამის მიზეზი ჩინეთის მთავრობასთან კომპანიის უთანხმოება გახდა - როგორც ცნობილია, შვედურმა ბრენდმა მონური შრომის გამოყენებით წარმოებული ჩინური ბამბის შეძენაზე უარი განაცხადა.
გარიგების წინაამღდეგ გამოვიდა კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჰონკონგში მდებარეობს. მას ასევე მხარი დაუჭირა „ბარსელონას“ საზოგადოებასთან ურთიერთობების და კომუნიკაციების დეპარტამენტმა.
ისინი მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზებს არ მალავენ - გუნდს ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურს.
მანამდე, ივლისში, „ბარსელონამ“ ისრაელში ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე უარი განაცხადა - ამჯერად არაბული სამყაროს განაწყენების შიშით.
კლუბს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა იერუსალიმის „ბეიტართან“, თუმცა, ბოლო მომენტში კატალონიელებმა მატჩის იერუსალიმში ჩატარებაზე უარი განაცხადეს - ისინი მოითხოვდნენ შეხვედრის ნებისმიერ სხვა ქალაქში გადატანას, თუმცა, „ბეიტარმა“ ეს პირობა არ მიიღო და მატჩი ჩაიშალა.
მოგვიანებით „ბარსელონას“ ასეთი ქმედებისთვის მადლობა პალესტინის ფეხბურთის ფედერაციამ გადაუხადა.
H&M-ს და ჩინეთის მთავრობას შორის კონფლიქტის შესახებ კარგადაა ცნობილი - 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პროვინცია სინცზიანში, ეროვნული და რელიგიური უმცირესობა უიგურები სპეციალურ ბანაკებში ცხოვრობენ, სადაც მათ ბამბის კრეფას აიძულებენ.
ამის შემდეგ სინცზიანში წარმოებულ ბამზაზე და ქსოვილებზე უარი ისეთმა ბრენდებმა განაცხადეს, როგორებიცაა H&M, Nike და Adidas. ოფიციალურმა პეკინმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები პირველ რიგში თავად ბრენდებს დააზარალებს.
აშშ, ევროკავშირი და ბრიტანეთი მიიჩნევენ, რომ ჩინეთი მუსლიმ-უიგურებს (სინძზიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მკვიდრ მოსახლოებას) სასტიკად ჩაგრავს, რის გამოც რეგიონის რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აყვავებულ ევროპაში უიგურების პრობლემები ბევრს არ ადარდებს - მაგალითად, „ბარსელონას“, რომელიც დღეს გაკოტრების ზღვარზეა. 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კატალონიური კლუბის ჯამურმა დავალიანებამ 1,17 მლრდ ევრო შეადგინა, მათ შორის 730 მლნ. უნდა დაიფაროს სექტემბრამდე.
ამ თანხაში შედის 265 მლნ ევრო, რომელიც კლუბმა საკრედიტო ორგანიზაციებს უნდა გადაუხადოს და 164 მლნ – თანამშრომელთა ხელფასების დავალიანება.
ვალების გამო „ბარსელონა“ ვერ აფორმებს კონტრაქტს ლიონელ მესისთან, რომელიც ამ დროისთვის კლუბში სტატუსის გარეშე თამაშობს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ის წელიწადში 82 მლნ ევროს და პრემიებს მიიღებს, რაც მის ადრინდელ გასამრჯელოსთან შედარებით 50%-ით ნაკლებია.
ამ ეტაპზე გუნდი ხელფასების შემცირების თაობაზე სხვა მოთამაშეებთანაც მართვას მოლაპარაკებებს.
sportrbc.ru