გაკოტრების 15-წლიანი ისტორია დასრულდა - აზოტი გაკოტრდა

გაკოტრების 15-წლიანი ისტორია დასრულდა - აზოტი გაკოტრდა

access_time2020-06-16 15:30:25

გაკოტრების საქმე, რომელიც 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა.სააქციო საზოგადოება „აზოტი“, რომელიც რუსთავში ქიმიურ კომბინატს ფლობდა და 2005 წელს კრედიტორების 101.7 მლნ ლარი ემართა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაციაც შეუჩერდა.


2005 წელს აზოტოვანი სასუქის მწარმოებელ კომპანიას 26 კრედიტორისთვის 101.7 მლნ-ის დავალიანება ჰქონდა, თუმცა 2005 წლის 21 ივლისს მოხდა სამეურნეო მასის რეალიზაციიდან კომპანიამ მხოლოდ 34 295 000 ლარის მობილიზება შეძლო, რითაც საქმის გახსნამდე არსებული საგადასახადო დავალიანება დაფარა.


როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოვალეს მეტი აქტივი აღარ ჰქონდა, ისეთი, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც ექნებოდა გაკოტრების მმართველს, შესაბამისად, 15 წლის შემდეგ საქმე დაიხურა.


რუსთავში მდებარე აზოტის ქარხანას მფლობელი ამ პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა.



საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 2003 წლის მარტში კომპანიების ჯგუფმა “იტერამ” $0,5 მლნ-ის საფასურად 10 წლის ვადით შეისყიდა სს “აზოტის” აქციების 90% და აიღო ვალდებლება $14 მლნ-ის ინვესტირებაზე. ამავე კომპანიას 3 წლის განმავლობაში უნდა დაეფარა საწარმოს ვალი 84 მლნ ლარი.


2004 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო “იტერასთან” დადებული ხელშეკრულება გააუქმა და 2005 წლის 15 მარტს “აზოტის” პრივატიზებისთვის ახალი პროცესი დაიწყო.


სწორედ ამის შემდეგ, 2005 წლის ივნისში იწყება სს „აზოტის“ გაკოტრების საქმე და ადრე, ამ კომპანიის საკუთრებაში არსებული ქარხანა სს ”ენერჯი ინვესტის“ საკუთრებაში გადავიდა, 20 მლნ დოლარის სანაცვლოდ. კომპანიაში 58% მაშინ რუსული „ინტერგაზინვესტის“ და „ინტერინვესტის“ საკუთრებაში იყო. 2010 წლის აპრილში სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტში“ საგადასახადო სამსახური შევიდა. მალე დაიწყო „ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების საქმეც, რომელიც 2012 წლის 23 თებერვალს დასრულდა.


2011 წლიდან კი, აზოტის ქარხნის მფლობელი გახდა რომან ფიფია და მისი კომპანია, ლუქსემბურგში დაფუძნებული „აგროქიმ ეს. ეი“. 2016 წლის სექტემბერიში კი, საზოგადოებამ გაიგო, რომ "რუსთავის აზოტს" ახალი მფლობელი ჰყავდა - EU INVESTMENT-ი. ამ საქმესთან დაკავშირებით რომან ფიფიას რამდენიმე დავა აქვს.


„ბიზნესპარტნიორი“



თეგები:
აზოტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up