გაკოტრება არ არის კატასტროფა, ეს არის რეალური შესაძლებლობა ეკონომიკისთვის, რა დროსაც გაჩნდებიან წვრილი და საშუალო მეწარმეები

გაკოტრება არ არის კატასტროფა, ეს არის რეალური შესაძლებლობა ეკონომიკისთვის, რა დროსაც გაჩნდებიან წვრილი და საშუალო მეწარმეები

access_time2020-04-23 15:00:25

„გაკოტრება არ არის კატასტროფა, ეს არის რეალური შესაძლებლობა ეკონომიკისთვის, რა დროსაც გაჩნდებიან წვრილი და საშუალო მეწარმეები“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესის სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა განუცხადა. იურისტი ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ბევრ კომპანიას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ და კომპანიები იძულებული გახდებიან გაკოტრების რეჟიმის პროცედურები დაიწყონ. აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, გაკოტრების მმართველები ამ საქმეებს უძღვებიან იმ პრინციპით, რომ ეკონომიკას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება. იურისტის თქმით, ამ ეტაპზე სასამართლოს მიმართ მიმართვები დიდი არ არის, როგორც თვითონ ამბობს, ყველა ელოდება პანდემიის დამთავრებას, რათა გაიგონ ექნებათ თუ არა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.

 

„დღეს ყველა ფიქრობს როგორ დაძლიოს კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება ის, რომ არავის შეეშინდეს გაკოტრების პროცედურის დაწყების. ნებისმიერი გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა, ამის არ უნდა შეეშინდეს არც მთავრობას და არც მეწარმეს. შესაბამისად, ყველანი მივიღებთ სარგებელს. მსოფლიოში რთული მდგომარეობა შეიქმნა, ყველას ენანება ხელიდან გაუშვას 20 წელის ნაშენები ბიზნესი, მაგრამ რა ვქნათ? თუ კომპანია ცივილურად გაკოტრების რეჟიმზე გადავა, სხვადასხვა სექტორში დასაქმების და საქმის კეთების უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება. სახელმწიფომ და ბიზნესმა უკან დახევის გარეშე უნდა მიმართონ სპეციალისტებს, რადგან ეს არ არის კლასიკური ეკონომიკა და კლასიკური იურისპრუდენცია.  საქმეს ერთიანად ვერ მივხედავთ, აუცილებელია სექტორული დაყოფა და თითოეული წარმოების შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ერთ გადაწყვეტილებას მთავრობა ვერც ერთ შემთხვევაშ ვერ მიიღებს“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

 

ბიზნესის სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედი კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მოძველებულია, პროცედურები კი ამორტიზირებულია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ამოქმედება პირველი ივნისიდან იგეგმება.იურისტის განმარტებით,ახალი კანონპროექტის ამოქმედებით ქვეყანაში გაკოტრების პროცედურა ფაქტობრივად სრულად იცვლება. განსხვავებული მიდგომა, მიზნად ისახავს პროცესის ეფექტიანობის გაზრდას და საწარმოთა რეაბილიტაციის რაოდენობის გაზრდას.

 


„გაკოტრების პროცედურა რომ დაიწყოს აუცილებელია მმართველის დანიშვნა, შემდეგ სასამართლომ სამეურვეო საბჭო უნდა შეარჩიოს, პროცესში მომრიგებელი საბჭო ერთვება. მოკლედ რომ ვთქვათ, პროცედურები არის დროში ძალიან გაჭიანურებული, ახალი კანონი უფრო მეტად პროგრესულია და უფრო მეტად აღწევს იმ მიზანს და შედეგებს, რომელიც სჭირდება რეალურ ეკონომიკას და რეალურ ბაზარს. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მიზანი არის, თუ შესაძლებელია კომპანიის მდგომარეობა როგორმე გააჯანსაღოს.  კანონი ბიზნეს ეხმარება, იმ პერიოდში ჩერდება გადასახადები, ვალის შემოდინება, აღსრულების პროცედურები და ა.შ. კომპანიას თითქოს ვალი არ აქვს, ყველაფერი იყინება და ახლიდან იწყებს მუშაობას, როდესაც შედეგებს მიაღწევს, ძველი ვალების გადახდას შემდეგ იწყებს. თუ სანაციას აზრი არ აქვს და გაჯანსაღება ვერ მოხდება, კარგია გაკოტრების პროცედურები ჩაერთოს და ნელ-ნელა, სასამართლოს კონტროლის ქვეშ განხორციელდეს ცალკეული აქტივების გასხვისება“, - განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.

 

აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტით რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება. იურისტი „კომერსანტთან“ საუბრობს თუ რა მნიშვნელობა აქვს ცივილურ პრაქტიკას, კომპანიას მიეცეს საწარმოს რეაბილიტაცია შესაძლებლობა.

 

„ქუთაისის ავტოქარხანა იყო ერთ-ერთი უზარმაზარი კომპანია საქართველოში, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდგომმა პერიოდმა გაანადგურა, რა დროსაც არანაირი ცივილური და იურიდიული პრაქტიკა არ განხორციელებულა. მძლავრი კომპანიის გაჩერებამ ათასობით ადამიანი დატოვა უმუშევარი. ამ ქარხანას ჰქონდა ბალანსზე უამრავი დაზგა დანადგარი.  ინვენტარს ერთი ქარხანა ვერ ერეოდა, რადგან პროდუქცია რომელსაც აწარმოებდა არ იყო მოთხოვნადი. სახელმწიფოს თავის დროზე ნორმალური მიდგომა, რომ განეხორციელებინა და ეს ავტოქარხანა გაკოტრების წესით დაეშალა, ცალ-ცალკე გაეყიდა თითოეული მოხმარებადი დაზგა, უამრავი წვრილი და საშუალო მეწარმე გაჩნდებოდა, ისინი კერძო საამქროებს გააკეთებდნენ და სხვადასხვა პროდუქციის წარმოებას დაიწყებდნენ.  კონკრეტული ჩარხი და დანადგარი საწარმოებში არ დაიჟანგებოდა და უბრალო ჯართად ირანში არ გაყიდდნენ“, - ამბობს იურისტი.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up