გაიწვევს თუ არა Toyota 2019 და 2020 წლის RAV4-ს საქართველოს ბაზრიდან

გაიწვევს თუ არა Toyota 2019 და 2020 წლის RAV4-ს საქართველოს ბაზრიდან

access_time2020-06-10 17:00:42

Toyota 2019 და 2020 წლის RAV4-სა და RAV4 ჰიბრიდებს უკან იწვევს. მიზეზი ქვედა ბერკეტია, რომელიც შეიძლება გატყდეს, წინა თვლისგან განცალკევდეს და ავარია გამოიწვიოს. გაწვევა 9502 კროსოვერს შეეხება, რომელიც კომპანიამ 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ააწყო.Toyota-ს განცხადებით პრობლემა ფოლადით მომმარაგებლის მხრიდან უხარისხო საქონელის მიწოდების გამო წამოიშვა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა გავა თუ არა საქართველოს ბაზრიდან Toyota-ს  2019 და 2020 წლის კონკრეტული მოდელები. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აღნიშნავს,  რომ ეს ფაქტი  საქართველოს ბაზარს ჯერჯერობით არ უკავშირდება.

 

 „ავტომობილის გაწვევა“ ე.წ. „რიქოლი“ მსოფლიო ავტომწარმოებლებში გავრცელებული პრაქტიკაა და ხშირ შემთხვევაში არ გულისხმობს მიმდინარე პრობლემის არსებობას, არამედ მიზნად ისახავს შესაძლო  გაუმართაობის თავიდან აცილებას.

 


ამ სტანდარტული პროცედურის ფარგლებში ხდება შესაძლო ხარვეზის მატარებელი ავტომობილის მფლობელთან პირადად დაკავშირება, მისი მოწვევა სერვის ცენტრში და „სერვისის სპეციალური კამპანიით“ გათვალისწინებული სამუშაოების უფასოდ ჩატარება.

 

თქვენს მიერ ხსენებულ რიქოლთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია და შესაბამისად ჩვენი სერვისის განყოფილება უკვე მუშაობს აღნიშნული პროცედურების შესაბამისად.

 

ჩვენს მიერ გაყიდული მანქანებიდან სულ რამოდენიმე ავტომობილი არის მოხვედრილი აღნიშნულ სიაში, თუმცა ვინაიდან „ტოიოტა“ მუდმივად ზრუნავს თავისი მომხმარებლების კომფორტზე და უსაფრთხოებაზე, მეორად ბაზარზე შეძენილი ავტომობილების მფლობელებსაც აქვთ საშუალება გადაამოწმონ თავისი ავტომობილის უნიკალური ვინ კოდი ტოიოტას საიტზე და „სერვისის სპეციალური კამპანიის“ სიაში ვინ ნომრის დაფიქსირების შემთხვევაში ისარგებლონ ზუსტად ესეთივე უფასო სერვისით,-აცხადებს გურჩიანი.


ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up