მსოფლიოში, გაისად დიდ ფინანსურ კრიზისს ელიან, რომელიც 2008 წლისაზე მასშტაბური იქნება

მსოფლიოში, გაისად დიდ ფინანსურ კრიზისს ელიან, რომელიც 2008 წლისაზე მასშტაბური იქნება

access_time2019-09-20 20:30:54

მსოფლიო ახალი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშეა. მიზეზი ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომებთან და არაბულ ქვეყნებში 50% შემცირებულ ნავთობმოპოვებასთან ერთად, აშშ-ს ობლიგაციების ინდიკატორებიცაა. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ახალი კრიზისი ყველაზე დიდ დარტყმას, სწორედ საქართველოსნაირ, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს მიაყენებს.

 

მსოფლიოში, ბევრი წამყვანი ეკონომისტი დარწმუნებულია რომ უკვე მომავალ წელს ახალი გლობალური ფინანსური კრიზისი იფეთქებს, რომელიც მასშტაბურობით გადააჭარბებს 2008 წლის კრიზისს. ეს მხოლოდ ეკონომისტების ვარაუდი არ არის, ამის შესახებ იუწყებიან აშშ-ს ობლიგაციების ინდიკატორებიც.

 

ახლა სწორედ ის პერიოდი დგას, როდესაც ინვესტორები (ბანკები, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები) მასობრივად მიიჩნევენ, რომ კაპტალდაბანდებიდან მიღებული პოტენციური მოგება უფრო დაბალია, ვიდრე რისკი იმისა, რომ მათ ერთბაშად დაკარგონ ყველაფერი. შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ ყოველგვარი ინვესტირებისაგან, რაც სტაგნაცია იწვევს.  საფონდო ბირჟებზე ხდება ფასიანი ქაღალდებისა და კომპანიების აქციების მასობრივი გაყიდვა (ე.წ. თავიდან მოშორება), გასაყიდად გამოდის სხვა ძირითადი აქტივებიც. თუკი ასე გაგრძელდა მოჭარბებული მიწოდების ფონზე ფასიანი ქაღალდების ინდექსები დაეცემა, დაიწყება კრიზისი, გაჩერდება წარმოება და გაიზრდება უმუშევრობა. სწორედ ამგვარი ვითარება იყო 2008 წელს და ასეთი გარდამტეხი მომენტი დგას ახლაც.

 

სად შეიძლება დაიწყოს ახალი კრიზისი? წლის დასაწყისში ეკონომისტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პირველი ნიშნები გაჩნდებოდა აზიაში და პირველ რიგში, ჩინეთში. რამდენიმე თვის წინ ამას ხელი შეუწყო ამერიკის ფედერალური რეზერვების მიერ განაკვეთების ზრდამ. შედეგად ინვესტორებმა დაიწყეს თანხების მოძიება რისკის შემცველ აზიურ ბაზრებში. არასტაბილურობას ხელს უწყობს სავაჭრო ომიც ჩინეთსა და აშშ-ს შორის. აზიური ბაზრებისა და კომპანიებისადმი ნდობა სწრაფად ეცემა, შესაბამისად, სულ მალე, შესაძლოა, აზიაში დაიწყოს დიდი კრიზისი, რომელიც შემდეგ გავრცელდება მთელ მსოფლიოში. იგი გამოიწვევს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის შენელებას, რაც გადაიზრდება ფინანსურ შიმშილში და რეცესესიაში. ასეთია ერთ-ერთი ვარაუდი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები განიხილავენ.

 

არსებობს მეორე საფრთხე - კრიზისი შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს აშშ-ის იმ მსხვილ კომპანიებში, რომლებიც კრიზისის წინაშე დგანან ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომების გამო. რამდენადაც 2020 წელს მთავრდება ტრამპის საგადასახადო სტიმულირების პროგრამა, რომელმაც ბოლო 2 წელიწადში გამოიწვია აშშ-ის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, მისი დასრულება მომენტალურად გამოიწვევს ტემპის ვარდნას, საინვესტიციო პაუზას როგორც აშშ-ში ასევე მთელს მსოფლიოშიც. პრობლემებს ქმნის ნავთობზე ფასის საგრძნობი რყევაც, რომელიც ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაწყებული კონფლიქტების გამო, რამაც არაბულ ქვეყანაში ნავთობმოპოვება 50%-ით შეამცირა.

 

არსებობს მოსაზრება, რომ ახალი კრიზისი იქნება უფრო ხანგრძლივი და მძიმე, ვიდრე 2008 წლის მოვლენები. როგორც ეკონომისტი ნურიელ რუბინი, აცხადებს (რომელმაც თავის დროზე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი ზუსტად განჭვრიტა), ახლა მდგომარეობა უფრო რთულია. რადგან მაშინ ცენტრალურმა ბანკებმა მოახერხეს დამატებითი ფულის დაბეჭდვა, კომერციული ბანკებისაგან აქტივების გამოსყიდვა და ამ მეთოდით ეკონომიკის დახმარება. ახლა კი ეს შეუძლებელი იქნება, რადგან ცენტრალურმა ბანკებმა უკვე ისედაც ზედმეტი აქტივები გამოისყიდეს და მორიგი ინექციები, შესაძლოა, უკვე დამანგრეველი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ახალი კრიზისი შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანს, ვიდრე 11 წლის წინანდელი.

 


მოსალოდნელს  და გარდაუვალს უწოდებს ეკონომიკური კრიზისის დაწყებას ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. კრიზისის დაწყება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე დომინოს პრინციპით აისახება და იმოქმედებს.

 

,,ის, რომ მსოფლიო კრიზისი  მომავალი ორი წლის განმავლობაში გარდაუვალია, არაერთხელ გვითქვამს ჩვენც. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ჩვენ ველოდებით აზიიდან ამ კრიზისის დაწყებას. რაც შემდეგ გადაედება უკლებლივ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც.

 

ჩვენს შემთხვევაში ძირითადი დანაკლისი იქნება იმ დახმარებებისა და გრანტების შეწყვეტა, რასაც ამჟამად ვიღებთ უცხოეთიდან.

 

მთავარი გამომწვევი მოვლენა არის, დღეს საფონდო ბაზრებზე გაზრიდილი აქტივების ფასი, რასაც იწვევს იაფი ფული. ბოლო გადაწყვეტილებით აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დააგდო საპროცენტო განაკვეთები. იგივე მოხდა ევროპაშიც, რამაც უარყოფითი ბალანსი გამოიწვია. ეს კი არეარეალურ ფასად ვაჭრობას იწვევს ბირჟებზე. ბუშტი ისეა გაბერილი, რასაკვირველია,  აუცილებლად გასკდება. კრიზისი დომინოს პრინციპით ჩაითრევს ყველა ქვეყანას და სამწუხაროდ, იქნება უფრო მძიმე, ვიდრე 11 წლის წინანდელი“, - განუცხადა ანალიტიკოსმა ,,რეზონანსს”.

 

საქართველო ,,გრძელვადიან” გაჭირვებაშია, ამიტომაც კრიზისსათვის განსაკუთრებული მზადებაა საჭირო. ჩვენ შეიძლება გლობალურმა ტალღამ გადაგვიაროს. ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე იმ მიზეზებს დეტალურად ხსნის, რაც კრიზისის შექმნაში თავის წვლილს შეიტანს.

 

თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ენერგეტიკული რესურსების დეფიციტი, ფინანსური ბაზრის არამდგრადობა, სავაჭრო კონფლიქტები და  შეთანხმებების ცვლილება. თითოეული რისკი იზოლირებულია ერთმანეთისგან. თუმცა თითოეული ფაქტორის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ყველა ქვეყანა გრძნობს. მათ შორის საქართველოც.

 

ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზრის ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საუდის არაბეთში, ნავთობრპოდუქტის ქარხანაზე თავდასხმამ, რომლის წილად მსოფლიო ნავთობის მიწოდების 5% მოდის. აღნიშნულმა ინციდენტმა დაადასტურა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებლების დაუცველობა.

 

სამწუხაროდ, მსოფლიოში ეკონომისტთა ნაწილი გლობალურ ეკონომიკურ აპოკალიფსსა და მდგომარეობის გართულებაზე საუბრობს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მსოფლიოს დაგროვილ რეკორდულ ვალებზე, აქტივებზე გაბერილს ფასებსა და საკრედიტო ბაზრის არასწორ მიმართულებებზე.

 

საქართველოს განსაკუთრებით მოწყვლადია გლობალური კრიზისების მიმართ. ამის მიზეზია ის, რომ სუსტია ქვეყნის მზადყოფნა ასეთი გამოწვევებისადმი. ქვეყანა „გრძელვადიან გაჭირვებაშია“. აღსანიშნია ისიც, რომ გვაქვს მცირე ეკონომიკა და ღია ბაზარი სუსტი მართვით, სოციალური რისკები, ძველი პოლიტიკური კლასი და ღარიბი ინტელექტუალური საზოგადოება, - აღნიშნა რეზონანსთან საუბრისას რატი აბულაძემ.


resonancedaily.com





BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up