გაიცანით ექიმები, მეცინიერები და ჯანდაცვის სექტორის ბიზნესმენები, რომელიც პანდემიის პერიოდში მილიარდერები გახდნენ

გაიცანით ექიმები, მეცინიერები და ჯანდაცვის სექტორის ბიზნესმენები, რომელიც პანდემიის პერიოდში მილიარდერები გახდნენ

access_time2020-12-24 20:00:32

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში 50 ახალი, ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული მილიარდერი გაჩნდა.

 

ისინი ფლობენ აქციებს და წილებს კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ კორონავირუსის ვაქცინაზე და წამალზე, ასევე აწარმოებენ სამედიცინო მოწყობილობებს და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.

 

მათი ქონების ზრდა ამ კომპანიების ღირებულების სწრაფმა მატებამ გამოიწვია. ახალი „ჯანდაცვითი“ მილიარდერების უმრავლესობა ჩინელია, თუმცა, არა ყველა.

 

მათ შორის ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ:

 

უგურ შახინი - გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.  სწორედ BioNTech-მა  ამერიკულ Pfizer-თან ერთად შექმნა კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობაც 95%-ია. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციები 160%-ით გაძვირდა, ამ ფონზე კი, BioNTech-ის 17% - ის მფლობელის უგურ შახინის ქონებამ 4,2 მლრდ. დოლარს მიაღწია.

 

სტეფან ბანსელი - ამერიკული ფარმაცევტული კომპანია  Moderna-ს აქციონერი. კომპანიამ უკვე შექმნა ვაქცინა, რომელიც, ისევე როგორც Pfizer-ს პრეპარატი, შტატებში ოფიციალურად აღიარეს.

 

2020 წლის მარტში მან თავისი წილი კომპანიაში 9%-დან 6%-მდე შეამცირა, თუმცა, პარალელურად  Moderna-ს აქციები 550%-ით გაძვირდა. სადღეისოდ ბანსელის ქონება 4,1 მლრდ. დოლარს შეადგენს.


 

იუან ლი პინი — Shenzhen Kangtai Biological Products-ის აქციათა 24%-ის მფლობელი. კომპანია ჩინეთში წამლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ის ასევე  ბრიტანული AstraZeneca-ს მიერ დამუშავებულ ვაქცინას აწარმოებს.

წლის დასაწყისიდან  Shenzhen Kangtai Biological Products-ს აქციები 90%-ით გაძვირდა, იუანის ქონება კი 4,1 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

 

ხუ კუნი - ჩინური Contec Medical Systems-ის დირექტორი და აქციონერი. კომპანია სამედიცინო აღჭურვილობას აწარმოებს. აგვისტოში კომპანიამ ბირჟაზე აქციები გაიტანა. ხუ კუნი აქციების 50%-ს ფლობს, რომელთა ღირებულება IPO-ს შემდეგ 150%-ით გაიზარდა.  ხუ კუნის ქონება 3,9 მლრდ. დოლარად შეფასდა.

 

კარლ ჰანსენი - კანადური AbCellera-ის აქციონერი. კომპანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაავადებათა მკურნალობის პერსპექტიულ გზებს იკვლევს. მისი ქონება 2,9 მლრდ. დოლარია.

 

ტიმოტი სპრინგერი - Moderna-ს თანადამაარსებელი, მისი წილი კომპანიაში 3,5%-ს შეადგენს. პარალელურად სპრინგერი ინვესტიციებს ასევე სხვა ბიოტექნოლოგიურ კომპანიებში დებს. მისი ქონება 2 მლრდ. დოლარს შეადგენს.

 

სერჯიო სტევანატო - იტალიური Stevanato Group-ის მფლობელი. კომპანია არის შუშის ფლაკონების სიდიდით მეორე მწარმოებელი მსოფლიოში. კორონავირუსის საწინაამღდეგო 40 ვაქცინა სწორედ ამ კომპანიის ფლაკონებში მოთავსდება.

სტევანატოს ქონება 1,8 მლრდ. დოლარს შეადგენს.

 

2020 წლის შედეგებით, მსოფლიოში 2 200 მილიარდერი 19 ტრლნ. დოლარით გამდიდრდა, მათი ჯამური ქონება 11,4 ტრლნ. დოლარს შეადგენს - ეს 20% მეტია, ვიდრე 2019 წლის ბოლოსთვის.

 

გამდიდრების ძირითადი წყარო საფონდო ბირჟებზე აქციების გაძვირება გახდა, რომელიც მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა.

 

ყველაზე მეტად, 110 მლრდ.-ით, 136 მლრდ. დოლარამდე ილონ მასკის ქონება გაიზარდა, შედეგად ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-3 ადგილზე. ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი 2020 წელს 67,5 მლრდ.-ით, 182 მლრდ.-მდე გამდიდრდა.


forbes.ge  




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up