გაიცანით Cook Room - ახალი ინოვაციური პროექტი Glovo-სგან

გაიცანით Cook Room - ახალი ინოვაციური პროექტი Glovo-სგან

access_time2020-09-02 10:55:41

თბილისი, .. აგვისტო, 2020: მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. მიტანის სერვისით სარგებლობა უკვე 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გააფართოვა თბილისის დაფარვის არეალი და Glovo-ს გამოძახება, უკვე წყნეთშიცაა შესაძლებელი. ამჯერად, ტექნოლოგიურმა კომპანიამ ახალი ინოვაციური პროექტი, Cook Room შესთავაზა პარტნიორებსა და მომხმარებლებს.


Cook Room Glovo-ს პროექტია, რომელიც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებული იქნება Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები. 


ახალი პროექტის საშუალებით, Glovo-ს პარტნიორ ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ ახალი ლოკაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს კონკრეტული ობიექტის მომსახურებით. თანაც ისე, რომ შემცირდება რესტორნის დატვირთულობა და დრო, რომელიც თქვენი საყვარელი კერძის მომზადებას სჭირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი ლოკაცია, მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისსა და მომხმარებლისთვის შეკვეთის დროულ მომზადებაზე იქნება გათვლილი.


განსაკუთრებული ამბავი ისაა, რომ Cook Room-ში ჩართვისთვის პარტნიორ რესტორნებს არ მოუწევთ დამატებითი რესურსის დათმობა, რადგან Glovo უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასა და მართვის ნაწილს.   პარტნიორებმა სივრცე, მხოლოდ მზარეულებით, საჭირო პროდუქციითა და განსაკუთრებული მოსამზადებელი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ.


Glovo-ს მენეჯერები კოორდინაციას გაუწევენ მთლიან პროცესს: შეკვეთის მიღებას, კურიერებისთვის გადაცემას და თქვენი საყვარელი კერძების სახლის კარამდე მიტანას. 



„გასულ კვარტალში სარესტორნო ბიზნესმა დიდი ცვლილებები განიცადა -გლობალური პანდემიის პირობებში  ბევრად პოპულარული გახდა "Dark Kitchen"- ის კონცეფცია. ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში დაგვემატებინა პროექტი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა სხვა ქვეყნებში, კოვიდის პერიოდამდეც.


"CookRoom" არის სივრცე სადაც სარესტორნო ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, მომხმარებლებს შესთავაზონ მათი პროდუქცია ადგილზე მიტანის კიდევ უფრო სწრაფი სერვისით.


ამ ეტაპზე ვიწყებთ მხოლოდ ერთი ლოკაციით და გვეყოლება ისეთი პარტნიორები როგორიცაა Greek Point, Pipes Burger Joint, მექსიკური სამზარეულო Mexicana, თუმცა ვფიქრობთ წამოწყება წარმატებული იქნება საქართველოში და ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ლოკაცია დაგვემატება.“ - ლუკა ხვადაგიანი, Glovo-ს პარტნიორების ოპერაციების მენეჯერი.

 

Glovo-ს შესახებ:

 

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com


(R)



თეგები:
glovo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up