თამაზ გაიაშვილი: „თურქები გვავიწროვებენ და ამაზე ხმას არავინ იღებს“

თამაზ გაიაშვილი: „თურქები გვავიწროვებენ და ამაზე ხმას არავინ იღებს“

access_time2019-03-10 14:30:25

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი bm.ge-თან თბილისისა და ბათუმის ოპერატორ თურქულ კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ შევიწროებაში ადანაშაულებს.


მისი თქმით, ისეთი გადასახადები, როგორიც „ტავ ურბან ჯორჯიას“ აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არც ერთ აეროპორტში. მათ შორის ეს არის მიზეზი, რაც „აირზენას“ ავიაბილეთების გაიაფების შესაძლებლობას უკარგავს.


„თურქები მავიწროებენ და ამაზე ხმას არავინ იღებს. არც ბიზნესასოციაცია, ალბათ მას არ აინტერესებს ასეთი პროფილის ბიზნესი დაიცვას. „ტავს’ მილიონები მიაქვს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენ აქ სულ ზარალში ვართ“-აცხადებს გაიაშვილი.


„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.


„ტავ ურბან ჯორჯიას“ წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. „ტავ ურბან ჯორჯია“ უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება“



კითხვაზე რამდენად შეუძლია „აირზენას“ კონკურენციაში შევიდეს სხვა ავიაკომპანიებთან ფასების კუთხით, რადგან მგზავრები ამბობენ, რომ ქართული ავიაკომპანიის მომსახურება ძვირია, გაიაშვილი ასე პასუხობს:


„ასეთი აეროპორტის პირობებში, როგორიც არის „ტავი“, ბილეთის ღირებულება ჯდება ძვირი. რომ გავაიაფოთ, აეროპორტი და ავიაცია უნდა იყოს იაფი“-აცახდებს გაიაშვილი.


„ტავ ურბან ჯორჯიას“ საქმიანობის გასაპროტესტებლად, ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 მარტს, 15 საათზე აქციას აანონსებს.


„ჯორჯიან ეარვეისის“ მორგ ბრალდებებს „ტავ ურბან ჯორჯია“ ამ დრომდე არ გამოხმაურებია.



bm.ge






ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up