„გაგვიკვირდეს მაინც, როდესაც პოლიტიკოსები  აკადემიურ სივრცეში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ინიშნებიან“

„გაგვიკვირდეს მაინც, როდესაც პოლიტიკოსები აკადემიურ სივრცეში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ინიშნებიან“

access_time2020-01-17 10:50:03

„გაგვიკვირდეს მაინც, როდესაც პოლიტიკოსები აკადემიურ სივრცეში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ინიშნებიან“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად დანიშვნას „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, საზოგადოებისთვის დიდი პრობლემაა პოლიტიკოსის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვა. როგორც მოსიაშვილი აცხადებს ასეთი ტიპის თანამდებობებს აკადემიურ სივრცეში მომუშავე ადამიანები უნდა იკავებდნენ.

 

„სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს ტრადიცია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოულოდნელად ხდებიან ხოლმე აკადემიური სექტორის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. მინისტრის მოადგილე შეიძლება უნივერსიტეტის რექტორი გახდეს. ახლა კიდევ დეპუტატი უნივერსიტეტის კანცლერი ხდება.  წესით ასეთი რამ ძალიან იშვიათად უნდა ხდებოდეს, მაგრამ მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც ბატონი შერვაშიძე თსუ-ის ლექტორი გახდა და ახალა პოლიტიკოსი ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი. ეს მიგვანიშნებს, რომ რაღაც ზღვარია გასავლები პოლიტიკურ ცხოვრებასა და აკადემიურ სივრცეს შორის. ფაქტი რომ პოლიტიკოსი უცებ ხდება კანცლერი და და უნივერსიტეტს არ ჰყავს შესაბამისი კანდიდატურა, რომ გახდეს კანცლერი, თავისთავად უხერხული ამბავი მგონია“, - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

 

კარლო კოპალიანის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნა მიუღებელია ოპოზიციის წევრებისთვისაც.ტელეკომპანია „მთავართან“ ოპოზიცია აცხადებს, რომ კანცლერად კარლო კოპალიანის დანიშვნა საბჭოთა წარსულში დაბრუნება იქნება.

 

„პირდაპირ ვთქვათ, არის გაუნათლებელი, მისი განათლებით არათუ ტექნიკურ უნივერსიტეტში, კოლეჯში და სკოლაში არ შეიძლება დანიშნო. ესეთი ადამიანების დაწინაურება კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ ესმის ივანიშვილს განათლება. ეს არის საბჭოთა წარსულში დაბრუნება, ეს არის საბჭოთა ადამიანი რომელიც სტუდენტებს მოწამლავს“- აცხადებს გიგი უგულავა.

 

„ყველაზე ნიშანდობლივი ის, არის, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებზე არანირი მოლოდინი არ აქვს, შინაგანი რწმენა არ აქვს რომ კარგი შედეგი ექნებათ შესაბამისად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ასე ნაწილდებიან და მათი გადმოსახედიდან მსუყე თანამდებობებს იკავებენ“, - განმარტავს ხატია დეკანოიძე.

 

„ქართული ოცნების“ წევრი თანამდებობას 20 იანვრიდან დაიკავებს, მანამდე კი მას, საქართველოს პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწევს. „კომერსანტი“ დაინტერესდა მმართველი გუნდის წევრი რა ხედვითა და გეგმებით აპირებს მთავარ ტექნიკურ სასწავლებელში მისვლას?

 

 -რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობა დაგეკავებინათ?

 

-გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია, სტუდენტობაც მანდ გავატარე, დღეს ამ უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. გავიგე, რომ კანცლერს საარჩევნო ვადა უმთავრდებოდა და ვიფიქრე, რომ კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი. ძალიან დიდი პატრიოტი ვარ ამ უნივერსიტეტის, თავისი დიდი ისტორიით და იმ დიდი ადამიანებით, ვინც იქ მოღვაწეობდნენ. ასეთი კეთილი განზრახვით შევიტანე საბუთები კანცლერის თანამდებობაზე. მინდა გვერდით დავუდგე ჩემს უნივერსიტეტს. განათლების სისტემა ზოგადად მუდმივ ძიებაშია, თუ როგორ გახდეს უკეთესი, რომ ჩვენს მომავალ თაობას კარგი განათლების მიღებაში დავეხმაროთ. სწორედ ამ ძიებაში მინდა ჩავერთო და თუ რაიმე შემეძლება გამოვასწორო იმ შესანიშნავ კოლექტივთან ერთად, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ჰქვია, გამეხარდება.  სადაც ვყოფილვარ ყველა საქმე  გამომსვლია და ვფიქრობ, აქაც გამომივა.

 

- რა ინფორმაცია გაქვთ ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ?

 

-ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვარ, იქ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ვფლობ, თუმცა, მაინც მჭირდება, რომ სიღრმისეულ დეტალებში ჩავიხედო. მომავალი გვიჩვენებს რა როგორ იქნება, ახლა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ზოგადად, ძალიან კარგი მატერიალური ბაზა აქვს ამ უნივერსიტეტს. თუმცა სჭირდება კეთილმოწყობითი სამუშაოები, ლაბორატორიები უფრო მეტად უნდა აღიჭურვოს, ასევე  საჭიროა კვლევითი ინსტიტუტების ხელშეწყობა და კვლევითი მასალებით მომარაგება. ტექნიკურ უნივერსიტეტს დაახლოებით 4-5 პროდუქტი აქვს შექმნილი, რომლის შემდგომ კომერციალიზაციაზეც შეიძლება ვიფიქროთ.

 


-ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს ტექნიკურ უნივერისტეტში განათლების დონე დაბალია, სწავლების მეთოდები მოძველებულია, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია. თქვენ რის შეცვლას გეგმავთ?

 

-ვერ დაგეთანხმებით, რომ უნივერსიტეტი ჩამორჩენილია, მას დღესაც ძალიან მძლავრი საერთაშორისო კავშირები აქვს საზღვარგარეთ უნივერსიტეტებთან. აქვს სერიოზული გაცვლითი როგორც საბაკალავრო,ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ასევე ძალიან კარგი ერთობლივი კვლევითი პროექტები გვაქვს ცნობილ უნივერსიტეტებთან. რაც შეეხება მათ, ვისაც რაღაც არ აკმაყოფილებს ვურჩევდი შევიდნენ პირველ კორპუსში, მივიდნენ მეექვსე კორპუსში და ნახონ რა პირობებში სწავლობენ სტუდენტები. ერთ დროს კრიზისს ნამდვილად განიცდიდა ზოგადად ქვეყანა და მათ შორის განათლების სფერო. როდესაც ქვეყანაში ფორმაცია შეიცვალა, პირველი, რასაც დიდი ზიანი მიადგა, ეს განათლების სისტემა იყო. ვისაც არ დაეზარა ყველა განათლების სისტემას ანგრევდა, თუმცა, საბედნიეროდ ვერ დაანგრიეს. შეიძლება რაღაც ხარვეზები არის, შეიძლება იმ დონემდე ვერ მივედით როგორზეც ადრე ვიყავით, მაგრამ დამერწმუნეთ, ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის. ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან სერიოზულ კადრებს ზრდის. დამერწმუნეთ, დღეს არაფრით ჩამორჩება თანამედროვე უნივერსიტეტებს, თუნდაც მართვის ელექტრონული მენეჯმენტის განხორციელების კუთხით და ა.შ.

 

-  კონკრეტულად თქვენ რას გეგმავთ?

 

-კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, უნდა მივიდე უნივერსიტეტში და ვნახო რა აქვს უნივერსიტეტს, რაში სჭირდება მუშაობის გააქტიურება. ახლავე გეტყვით, რომ ოპტიმიზაციაა ჩასატარებელი, ადამიანური რესურსების მართვას განახლება სჭირდება. გითხარით, რომ ძლიერი მატერიალური ტექნიკური ბაზა აქვს და შესაძლებელი თანხის მოძებნა გახდეს საჭირო, რათა გავარემონტოთ და აღვადგინოთ ის ლაბორატორიები,რომელებიც ამორტიზირებულია და განახლებას საჭიროებს.

 

- რა კუთხით გეგმავთ ოპტიმიზაციას?

 

-მხედველობაში მაქვს დამხმარე პერსონალი, შეიძლება გარკვეულწილად გადაიხედოს საშტატო განრიგი. გამორიცხულია აკადემიური წრის წარმომადგენლებს შევეხოთ, რადგან ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის უდიდესი ინტელიგენცია და ეს ხალხი არ მყავს მხედველობაში.

 

- რატომ თქვით პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარი და რატომ გადაწყვიტეთ განათლების სექტორში გადასვლა?

 

-დაღლით არ დავღლილვარ, მაგრამ მარტო 12 წელია პარლამენტში ვარ, თუმცა, გაცილებით დიდი ხანია პოლიტიკაში ვმოღვაწეობ. ვფიქრობ, რომ ჩემი სათქმელი ვთქვი და ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა. უფრო დიდი საშუალება მექნება ჩემი გამოცდილება,რომელიც პოლიტიკიდან მივიღე, ახალგაზრდებს გადავცე. თუმცა, პოლიტიკური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში ისეთია, ძალაუნებურად ჩართული ხარ პროცესებში.

 

-წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას „სოციალურ კეთილდღეობას და სწრაფი განვითარებას“ დაჰპირდა. როგორ თვლით, თქვენ რამდენად მოახერხეთ დანაპირების შესრულება?

 

-ჩემი აზრით, 2012 წლამდე პერიოდს და 2012 წლის შემდგომ დროს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მიხარია, რომ ამ განსხვავების შექმნაში გარკვეული წილი შევიტანე. 2008-2012 წლებში მე ოპოზიციონერი პარლამენტარი ვიყავი და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ იმუნიტეტი მქონდა,  ხშირად მე ვყოფილვარ დიდი ტერორის მსხვერპლი. ხელბორკილები დამადეს და ლამის რუსთაველზე მომკლეს. მსგავსი რამ დღეს არ ხდება, სიტყვის სრული თავისუფლებაა, ქონების ხელშეუხებლობაა. მე რომ მკითხოთ საუბარი აქედან უნდა დავიწყოთ, მეტსაც გეტყვით, რეგიონში ისეთი რაღაცები ხდება, როგორ ვუძლებთ ეკონომიკურად  პატარა ქვეყანა ასეთ რყევებს, კიდევ საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კიდევ უფრო წარმატებულები ვიქნებით. კეთილდღეობა არ არის როდესც საწოლ ოთახებში არ უვარდებიან ხალხს, ტელეფონზე აღარ უსმენენ, როცა ბიზნესს აღარ ართმევენ, როცა ლუკმას პირიდან არ ართმევენ, როცა ტყუილად არ იჭერენ და ცოლ-შვილებს არ ატერორებენ? კეთილდღეობა არ არის ქუჩაში რომ გამოდიხარ და არ გეშინია რომ ახალგაზრდა ბიჭებს არ ჩაცხრილავენ ქუჩაში?


-ივნისში განვითარებული მოვლენებს არ მიიჩნევთ ძალადობრივ ქმედებად?


-გავრილოვის ღამეს პარლამენტზე რომ შეტევა არ განხორციელებულიყო თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმე რამეს იზამდა? ვიღაცას შემთხვევით გასროლილი ტყვია თუ მოხვდა და დაზიანდა, ასეთი რამ ხდება ხოლმე. პარიზში ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო 32 ადამიანმა დაკარგა თვალი. ეს რა თქმა უნდა უბედურებაა ყველას თანავუგრძნობ. ძალიან ცუდია რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა იმ ხალხს ეკისრება ვინც შტურმისკენ მიუძღვოდა ამ ბავშვებს. ჩვენ 26 მაისს პარლამენტთან ზურგით ვიდექით, ჩვენ რომ შევბრუნებულიყავით, ხელკეტები გვერტყა, ქვები გვესროლა და პარლამენტზე შეტევა განგვეხორციელებინა იქ 500 კაცს დახვრიტავდნენ. 3 საათი ცდილობდნენ პარლამენტის აღებას და პოლიციელებს ურტყამდნენ, თითქოს ვიღაც გადამთიელები იყვნენ. ყველაფერს კადრულობდნენ რომ შენობაში შესულიყვნენ. აქციაზე მოქნეულს ვერავინ გაზომავს, ამიტომ იძულებული გახდა სახელმწიფო,  პარლამენტი ბანდიტებს არ ჩაეგდოთ ხელში.


- თქვენი ოპონენტები თქვენს კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნას უნივერსიტეტის საბჭოთა კავშირში დაბრუნებად მიიჩნევენ. როგორ აფასებთ თქვენ მათ აზრს?


-მე ამ ხალხს ოპონენტებად არ ვთვლი. მე ხმა 34- მა აკადემიკოსმა მომცა და ამით ვამაყობ. ოპონენტი მინიმუმ შენზე სუფთა უნდა იყოს. შენზე პატიოსანი და შენზე მეტი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ისინი ქართველი ხალხის სისხლში სხედან და ხალხს ყველაფერი წაართვეს, ისინი დღემდე დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. ამ ხალხმა თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმდენი უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში, რაც თავის დროზე ჯალალედინმა.


ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up