ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოინგრა - „გაგვაგრძელებინებენ თუ გაგვაჩერებენ მშენებლობას, ეს მერიის გადასაწყვეტია“-  მშენებელი კომპანიის განმარტება

ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოინგრა - „გაგვაგრძელებინებენ თუ გაგვაჩერებენ მშენებლობას, ეს მერიის გადასაწყვეტია“- მშენებელი კომპანიის განმარტება

access_time2018-05-31 11:22:38

კომპანია, რომელიც ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სამუშაოებს აწარმოებდა განმარტებას აკეთებს. სამშენებლო დეველოპერული კომპანია GDG + ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ამჟამად ადგილზე მობილიზებულია გეოლოგების და კონსტრუქტორების ჯგუფი და საკითხის შესწავლას ახორციელებენ.


წაქაძის განმარტებით, არსებობდა გეოლოგიური დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა. „ახლა ვარკვევთ, რატომ მოხდა და სიტუაციას გამოვასწორებთ. გელოგიური დასკვნები იყო, თუმცა, ამგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება ხოლმე. დღეს თბილისის მერიაში ვართ დაბარებულები. მივალ გეოლოგებთან ერთად. განვიხილავთ რა შეიძლება გავაკეთოთ. შესაბამისად, გავითვალისწინებთ მითითებებს როგორც გეოლოგების და კონსტრუქტორების, ისე მერიის მხრიდან.“-აცხადებს წაქაძე.



კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე სასტუმროს მშენებლობა, წაქაძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება თბილისის მერიის მისაღებია. „გაგვაგრძელებინებენ თუ გაგვაჩერებენ, ეს მერიის გადასაწყვეტია,“-აცხადებს წაქაძე.


მისივე განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმროს მესამე სართულის მშენებლობა მიმდინარეობდა.





კომპანიამ GDG + მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე სასტუმროს მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლის გაზაფხულზეა დაანონსებული.


რამდენიმე თვის წინ ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ 60 ნომრიანი სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნებოდა. ობიექტი იქნებოდა ტერასებად დაყოფილი და ყველაზე მაღალი ნაწილი 8 სართულიანი იქნებოდა. სასტუმროს ბიუჯეტი დაახლოებით 5-6 მილიონი დოლარს შეადგენს.


აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა.


შეგახსენებთ, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, დღეს კლდის მასა ჩამოიშალა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up