გაგრძელდება თუ არა IT-გიგანტების კაპიტალიზაციის ზრდა?

გაგრძელდება თუ არა IT-გიგანტების კაპიტალიზაციის ზრდა?

access_time2021-08-06 19:00:12

2021 წლის მე-2 კვარტალი, ფინანსური შედეგების კუთხით, IT-გიგანტებისთვის -  Facebook, Apple, Amazon, Microsoft და  Alphabet-ისთვის რეკორდული აღმოჩნდა - მათი ჯამური კაპიტალიზაცია $10 ტრლნ-ს მიუახლოვდა.


Google-ის დამაარსებელმა კომპანია Alphabet-მა  შემოსავალი $61,9  მლრდ–მდე გაზარდა, რაც საპროგნოზო $56,2 მლრდ-ს მნიშვნელოვნად აღემატება.


ეს არა მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს, არამედ პანდემიამდელ 2019-საც  26%-ით აღემატება, ბოლო 5 წლის მანძილზე კომპანიის შემოსავლის წლიური ზრდა კი საშუალოდ 23%-ს შეადგენდა.


Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა $46,2 მლრდ შეადგინა, რაც ასევე პროგნოზს ($44,2 მლრდ) აღემატება. ბოლო 2 წლის მანძილზე წლიურმა ზრდამ 17%, ხოლო წინა 5 წელიწადში  - 16,7% შეადგინა.


სხვებზე მეტად პროგნოზებს Apple-მა გაუსწრო, რომლის შემოსავალმაც მოსალოდნელი $73,6 მლრდ-ის ნაცლად $81, 4 მლრდ შეადგინა. ბოლო 2 წლის მანძილზე ზრდა 23% იყო, მაშინ, როდესაც წინა 5 წელში - 12,3%.



Apple-ის ინვესტორები აფასებენ იმას, რომ კომპანია არ კმაყოფილდება iPhone-ის წარმატებით და ახალ პროდუქტებს და სერვისებს მუდმივად უშვებს. მაგალითად Apple Watch და AirPods-მა კომპანიას კვარტალში $8,7 მლრდ–ის შემოსავალი მოუტანა, ხოლო სერვისის ბიზნესმა  - $17,5 მლრდ.


გიგანტი სოცქსელი Facebook, რომელიც სოციალური ქსელის გარდა მესენჯერ WhatsApp-ს და Instagram-ს ფლობს, ასევე შემოსავლის ზრდაზე საუბრობს  - საანგარიშო პერიოდში ამ მაჩვენებელმა $29,1 მლრდ შეადგინა, მაშინ როდესაც პროგნოზი $27,9 მლრდ იყო.


შემოსავლის ზრდა მსოფლიო ბრენდების მხრიდან რეკლამის ღირებულების ზრდამ  გამოიწვია. ბოლო 2 წლის მანძილზე, ყოველ წელს, ზრდამ წარმოუდგენელი 84% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა 5 წელიწადში - 43% იყო.


Amazon აღმოჩნდა ერთად-ერთი კომპანია, რომლის შემოსავალმაც 27%-ანი ზრდა დააფიქსირა, თუმცა პროგნოზს ვერ გაუსწრო - $113 მლრდ – $115 მლრდ–ის ნაცვლად. ამის მიზეზი გახდა ის, რომ პანდემიის შესუსტების და შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ონლაინ-შოპინგის პოპულარობა შემცირდა


რამდენად შესაძლებელია ტრილიონიანი კომპანიების კაპიტალიზაციის შემდგომი ზრდა? იქნებ მათ თავიანთი ძლევამოსილების მწვერვალს უკვე მიაღწიეს და მომავალში მოსალოდნელია ან მცირე ვარდნა ან სტაბილურად დაბალი ზრდა?


ექსპერტების აზრით, IT-გიგანტებს შემდგომი ზრდისთვის ყველა შესაძლებლობა აქვთ - მათი დღევანდელი ღირებულება დაბალი ნამდვილად არაა, მაგრამ ის სრულიად შეეფერება მათ პოპულარობას და მათ ადგილს მსოფლიოში.


რა თქმა უნდა, 20-40%-ანი წლიური ზრდა დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგანაც წინა 5 წლის წინ ამ კომპანიების ფასი აშკარად რეალურზე დაბალი იყო. დღეს სხვა ვითარებაა, IT-გიგანტების ღირებულება ობიექტურადაა შეფასებული, ამიტომაც ზრდა თუ იქნება, ის იქნება ნაკლებად შთამბეჭდავი, მაგრამ მდგრადი და სტაბილური - სავარაუდოდ,  უახლოესი 5 წლის მანძილზე IT-გიგანტების აქციების ფასი 10-15%-ით გაიზრდება.

rbc.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up