გაფლანგული თანხის კვალდაკვალ - ბიუჯეტის ფლანგვის TOP-ათეული

გაფლანგული თანხის კვალდაკვალ - ბიუჯეტის ფლანგვის TOP-ათეული

access_time2019-01-04 20:25:42

ხშირად სახელმწიფო უწყებები მათთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს მიზნობრიობის გარეშე, დაუდევრად ხარჯავენ. მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში ასეთი ხარჯების უკან ცალკეული თანამდებობის პირების კორუფციული ინტერესები იმალება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დახარჯულ სახსრებს “ფლანგვის დეტექტორი” ამოწმებს. 


ორგანიზაცია საკუთარ facebook გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს კონკრეტულ ფაქტებს იმის შესახებ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები არაეფექტურად ხარჯავენ, უფრო მეტიც, გადასახადის გადამხდელთა თანხებს, პირდაპირ ფლანგავენ. 


ათეული გაფლანგული თანხის ოდენობის მიხედვით არ არის დაჯგუფებული:


10) არარსებული ბოტანიკური ბაღი, რაც ზუგდიდის ბიუჯეტს 325,000 დაუჯდა




3 წლის განმავლობაში არარსებული ბოტანიკური ბაღის მოვლაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ჯამში 325 000 ლარი დახარჯა. 


2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა, თუმცა 2018 წლელს ინტერვიუში თქვა, რომ ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა. 


სანამ ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის გაშენებას გადაიფიქრებდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ააიპ “განმუხურის ბოტანიკური ბაღი” შექმნა და ბიუჯეტიდან აფინანსებდა. 2016 წელს ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო ააიპ “განმუხურის ბოტანიკური ბაღი”-ს დასაფინანსებლად, 2017 წელს 105 000 ლარი, 2018 წლის ბიუჯეტში კი დაფინანსების რაოდენობა 200 000 ლარით განისაზღვრა. 


2016 წელს ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 74.1% ხელფასებში დახარჯა, ხოლო 23.7% კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში. 


2017 წელს დაფინანსების 92.9%, 94.2 ათასი ლარი, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, 3.3% (3.3 ათასი ლარი) საწვავის, 2.1% (2.1 ათასი ლარი) კი მივლინებების ხარჯებში. 


ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სუს-ის მიერ ამ საკითხზე გამოიკითხნენ ცენტრის დირექტორი და ზუგდიდის ყოფილი მერი. 



9) ბოლნისის მერიის სარიტუალო დარბაზები - 101,000



2016-2017 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 5 სარიტუალო დარბაზის მშენებლობა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 101 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დაწყების მიუხედავად, დღემდე არცერთი ობიექტის მშენებლობა არ დასრულებულა. ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, სარიტუალო დარბაზების უფუნქციობა კარ-ფანჯრების, ინვენტარის, იატაკისა და კედლების არარსებობითაა გამოწვეული. 


2017 წლის მეორე ნახევარში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სარიტუალო დარბაზების დასასრულებლად საპროექტო დოკუმენტები ხელახლა შეიძინა, თუმცა სამშენებლო ობიექტების დასრულება ამ დრომდე არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას სარიტუალო დარბაზების გამოყენება. 



8) ხარაგაულის ამფითეატრი - 449,999 ლარი



ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა მისი ბრძანებით გარემონტებული ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივ ბიუჯეტს 449,999 ლარი დაუჯდა. ორად ორი შეხვედრა, რაც ამ ამფითეატრში ჩატარდა იყო ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის შეხვედრა თავის ამომრჩეველთან, 2016 წლის 17 სექტემბერს და 4 ოქტომბერს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ ქართულ ოცნებას ეს ფართი 2-2 საათით 100 ლარად დაუთმო, ამის შემდეგ შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და ინგრევა. დღეს უკვე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მან შენობა კარგ მდგომარეობაში ჩაიბარა და თუ ახლა შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ამის პასუხისმგებლობა მის შემცვლელ, მოქმედ გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძეს ეკისრება. ნიკოლოს თოფურიძე ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ამფითეატრს თავიდან ვერ გაარემონტებს და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამფითეატრის დღევანდელ მდგომარეობაზე კობა ლურსმანაშვილი აგრეთვე ამბობს, რომ ეს ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და შესაძლოა ის სულაც არ არის ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც გარეგნულად ჩანს. 



7) 2017 წელს ქუთაისის მერიამ 62,320 დახარჯა ალკოჰოლური სასმელების, ძვირფასეულობის და სხვა საჩუქრების შეძენაში




2017 წელს ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 230 000 ლარი შეადგინა. "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თანხის ყველაზე დიდი - 62 370 ლარი საჩუქრების შესაძენად დაიხარჯა. შეძენილი საჩუქრებიდან გამორჩეული ადგილი ალკოჰოლურ სასმელებისა (15 330 ლარი) და ძვირფასეულობას (10 000 ლარი) უკავია. აგრეთვე, ყურადღება მიიქცია შპს “ზარფხანასგან” შეძენილმა მინიატურულმა ლომებმა (4 ერთეული), რისთვისაც ბიუჯეტიდან 2354 ლარი დაიხარჯა. 



მხოლოდ საჩუქრებში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 210 სოციალურად დაუცველი პირის ყოველთვიური შემწეობისათვის 1 წლის მანძილზე. 



6) აბაშის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რომელიც 477,600 დაჯდა უფუნქციო და ამორტიზებულია





2016 წლის სექტემბერში აბაშის მუნიციპალიტეტმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „მტმ“-თან. მშენებლობის ღირებულებამ ჯამში 477,600 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტმა შპს “მტმ”-ს ეს თანხა სრულად აუნაზღაურა. მშენებლობა 2017 წლის 17 მარტს დასრულდა, თუმცა ის დღემდე არ/ვერ ფუნქციონირებს. 



2018 წლის მდგომარეობით, შენობას დაზიანებული აქვს როგორც გარე, ისევე შიდა კედლები; შენობაში აღწევს ნალექი; არ იკეტება არცერთი შიდა კარი. 



5) უფუნქციო ყინულის მოედანი და ჰოკეის განყოფილება ზუგდიდში - 5 მილიონი





ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა.ა.ი.პ სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი. აღნიშნულ ცენტრს აქვს ჰოკეის განყოფილება. ცენტრის ხელმძღვანელის დავით კვაშილავას განცხადებით ჰოკეის განყოფილება წლებია რაც ზუგდიდში არსებობს: “ის მიბმულია ყინულის მოედანს, თუმცა იქ არავინ არ არის დასაქმებული. ბიუჯეტიდან კი ფინანსდება ა.ა.ი.პ რომელშიც მხოლოდ ფორმალურად არის ჰოკეის განყოფილება”. 



ყინულის მოედნის მშენებლობა, რომელზეც ჰოკეის კლუბია მიბმული 2012 წელს დაიწყო და 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა 2018 წლამდე ორჯერ დაზიანდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზეა. მოედანი პირველად 2015 წელს დაზიანდა. მას რაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო. 2018 წელს კი კვლავ გამოცხადდა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 407,830 ლარია გამოყოფილი. 



2018 წლის მონაცემებით ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრისათვის 1,160,000 ლარია გამოყოფილი, რომლის 96% (1,117,000 ლარი) 130 თანამშრომლის ხელფასებზე უნდა წავიდეს. 



ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჯამში 9 მსგავს სახელმწიფო კომპანიას (ა.ა.ი.პ.-ს) აერთიანებს, სადაც ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 



4) განათლების მინისტრის ფრანკფურტში 5-დღიანი ვიზიტის საავტომობილო ხარჯი - 15,000 ლარი


14 900 ლარი 95 თეთრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში შიდა გადაადგილებისთვის დახარჯა. 



სამინისტროსგან ფრანკფურტში მივლინების ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოცემა „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, რაზეც პასუხად მხოლოდ „მივლინების ფარგლებში შიდა ტრანსპორტის მომსახურების ხარჯის შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდეს. 



7-დან 11 ოქტომბრამდე, 5 დღის განმავლობაში ქალაქ ფრანკფურტის ფარგლებში მინისტრის გადაადგილება კომპანია „ინტერლაინ ფრანკფურტმა“ „მერსედესის“ მარკის ავტომობილით უზრუნველყო. მიხეილ ბატიაშვილი დღეში საშუალოდ 9 ობიექტს სტუმრობდა. 



„ბათუმელებმა“ რამდენჯერმე გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მინისტრის ფრანკფურტში ცხოვრების ხარჯების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. პრესსამსახური ჟურნალისტების ზარებს აღარ პასუხობს. 



ქალაქ ფრანკფურტის ფართობი 248 კვ. კილომეტრია, თბილისის კი 726 კვ. კილომეტრი, ანუ ფრანკფურტი თბილისზე თითქმის სამჯერ პატარაა. ფრანკფურტში ტაქსით სარგებლობის საშუალო ფასი ერთ კილომეტრზე 1.93 ევროა. გამოდის, მინისტრ ბატიაშვილს ფრანკფურტში შიდა გადაადგილებებისთვის მხოლოდ ტაქსით რომ ესარგებლა, 15,000 ლარად იგი დღეში დაახლოებით 490 კილომეტრს ივლიდა, რაც თბილისზე სამჯერ პატარა ქალაქში ოფიციალური ვიზიტისას უბრალოდ არარეალურია. 



იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი ბატიაშვილი ფრანკფურტელ კოლეგებს მიბაძავდა და მათი გერმანული სიზუსტითა და სინატიფით გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებდა (რომელიც რიგ შემთხვევებში, მანქანით გადაადგილებაზე პრაქტიკულია), 5 დღის განმავლობაში 24-საათიანი საშვი მას 50 ევრო დაუჯდებოდა. 



3) სოსო ჯაჭვლიანის ანაზღაურება თეთნულდის განვითარების სააგენტოში 130,000 ლარი




2017 წელს, საპარლამენტო მანდატის გაუქმების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი დაინიშნა “თეთნულდი დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარედ. მისი ყოველთვიურ ხელფასი 6,150 ლარი შეადგენს. 



სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციები გაურკვეველია. შპს “თეთნულდი დეველოპმენტის” დირექტორი ბექა ჩოგოვაძეა, რომელსაც სამჯერ უფრო ნაკლები თანამდებობრივი სარგო აქვს მიღებული (2017: 45,321 ; 2018: 47,775), ვიდრე სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეს - სოსო ჯაჭვლიანს. 



“თეთნულდი დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭო სოსო ჯაჭვლიანის საპარლამენტო ვადის ამოწურვამდე არ არსებობდა. სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნიდან დღემდე, შპს “თეთნულდი დეველოპმენტს” 1 770 807 ლარის შესყიდვები აქვს განხორციელებული. 



“თეთნულდი დეველოპმენტი” 2013 წელს შეიქმნა და დაევალა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიაა. ამ უკანასკნელის მესაკუთრე კი სახელმწიფოა. 



შპს თეთნულდი დეველოპმენტში სოსო ჯაჭვლიანის ოფიციალური ფუნქციები: 


კონტროლს უწევს დირექტორის საქმიანობას; 
პარტნიორთა კრებას წარუდგენს მოტივირებულ წინადადებებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ; 
შეუძლია მოითხოვოს საწარმოს საქმიანობის ანგარიში; 
შეუძლია გააკონტროლოს საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია; 
ამოწმებს მოგების განაწილების და ფინანსური ვალდებულებების აღების საკითხებს. 



2) კომიქსი, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შეარიგებდა, თუმცა აღარ დაიბეჭდა - გაფლანგულია 69,000 ლარი


2018 წლის 18 მარტს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელიც თბილისის მერიისა და შერგიების სამინისტროს მიერ 68,791 ლარის დაუსაბუთებელ გაფლანგვაზე მოგითხრობდათ. 

საუბარია ქართულ-აფხაზური კომიქს „დაჩაგრულების” შექმნაზე, რომელსაც “ორ მოძმე ერს შორის წარმოქმნილი უთანხმოების მოგვარების” ამბიციური გეგმა ჰქონდა. 

მოგვიანებით, აღნიშნული პროექტის დაუსაბუთებლობა აუდიტის სამსახურმაც შენიშნა და როგორც ახლა ირკვევა, კომიქსი ხარჯების გაღების შემდეგაც არ დაბეჭდილა.


  1. ბოლნისის გარე განათების ტენდერი, რომელსაც წლებია მერის სიძის კომპანია იგებს, თანხა - 1,004,000 ლარი



შპს “დევეპლუსის” მფლობელი და დირექტორი ბოლნისის ამჟამინდელი მერის სიძეა და მათ ურთიერთობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება: 


“დევეპლუსს” 33 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, 25 მას შემდეგ, რაც დ. შერაზადიშვილი გამგებლის მოადგილედ, შემდეგ გამგებლად და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა; 


ყველა ტენდერში (18 უკონკურენტოდ), რომელშიც “დევეპლიუსს” გაუმარჯვია, დამკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტია; 


ერთი და იგივე მომსახურებაში ბოლნისმა შპს “დევეპლიუსს 2016-ში 38%-ით მეტი, 2017-ში 64%-ით მეტი და 2018-ში 54%-ით მეტი გადაუხადა ვიდრე 2015 წელს. 



წყარო: ფლანგვის დეტექტორი
bm.ge










მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up