გაფლანგული 334 ათასი ლარი - 3 წელია ვარკეთილის მეტროს ჭერი არ აქვს

გაფლანგული 334 ათასი ლარი - 3 წელია ვარკეთილის მეტროს ჭერი არ აქვს

access_time2021-05-21 11:00:08

3 წელზე მეტია რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელი ბაქანი რკინის კონსტრუქციის ამარაა დარჩენილი. ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მეტროში დღემდე არაფერი შეცვლილა. მეტროპოლიტენზე პასუხისმგებლობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკისრება. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიაში დღეს აცხადებენ, რომ საპროექტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ახლა მუშაობა არიქტექტურულ ნაწილზე მიმდინარეობს.

 

„საპროექტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რომელიც დამატებით საჭიროებს დამტკიცებას - გარკვეულ სრულყოფას. ამის პარალელურად მუშაობა დიზაინერულ-არიქტექტურულ ნაწილზე მიმდინარეობს. ვინაიდან ჯერ კიდევ არის მუშა პროცესი ვადების განსაზღვრა გვიჭირს. ამ სამუშაოებზე დაყრდნობით უნდა დაიგეგმოს სარებილიტაციო სამუშაოები“, - განმარტავენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

 



„კომერსანტის“ კითხვაზე განხორციელდა თუ არა „ვარკეთილის“ მეტრო სადგურის რეაბილიტაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს უწყებაში განგვიცხადეს, რომ საქმეს პროკურტურა იძიებდა და სწორედ შესაბმის ორგანოს უნდა მივმართოთ დამატებითი დეტალების გასაგებად. გვითხრეს ისიც, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ პროცესში უშუალოდ ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, ინფორმაციასაც ვერ გასცემდნენ.

 

არადა გასულ წლებში დედაქალაქის მერი აცხადებდა, რომ აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა. მშენებლობის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯებოდა. თქვა ისიც, რომ პროექტი, რომლითაც ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის რეაბილიტაცია განხორციელდა არაფრად ვარგოდა. მერიის თანამშრომლები, რომლებიც ვარკეთილის მეტროს სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

 

 

 


მეტრო „ვარკეთილში“ განხორციელებული  უხარისხო სამუშაოს შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენების ფაქტზე ბრალი შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარ ინჟინერს ჰქონდათ წარდგენილი.

 

22 აპრილს „კომერსანტმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა  ინფორმაცია ჭერის ჩამონგრევიდან სამი წლის შემდეგ, როგორ დასულდა საქმე თუმცა, ძალოვანო უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

 



აღსანიშნავია, რომ „ყვარელრემმშენი“ ჭერის ჩამონგრევას და 14 ადამიანის დაშავების შემდეგ საქმიანობას უპრობლემოდ აგრძელებს. როგორც „კომერსანტმა“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაითვალა, 3 წელიწადში კომპანიამ  ათობით ტენდერში მიიღო მონაწილეობა და რომელიც უმეტესად გამარჯვებით დასრულდა.

 

თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრმა ტენდერი  პირველ ივნისს გამოაცხადა.  შენობა-ნაგებობაში ჩამწერი სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაში „შპს ყვარელრემმშენმა“ მოიგო. ხელშეკრულების ღირებულებამ 84 710 ლარი შეადგინა.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობის სამუშაოზე ტენდერი 2019 წლის 10 ივნის გამოაცხადა. ამ ტენდერშიც უპირობო გამარჯვებული კომპანია „შპს ყვარელრემმშენია“, რადგან სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო. შესარულებულ სამუშაოში ახემტის მუნიციპალიტეტმა „შპს ყვარელრემმშენს“ 246 763 ლარი გადუხადა.

 

 

„შპს ყვარელრემმშენი“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც. სახელმწიფო შესყიდვით გათვალისწინებული იყო სოფელ საბუეში საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის მოწყობა. გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება  75 200 ლარია.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტმა „შპს ყვარელრემმშენს“  კიდევ ერთი 64 800 ლარის ღირებულებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ტენდერის მიხედვით კომპანიას  ყვარლის პირველი საჯარო სკოლის სპორტული მოედნის და შენობის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.

 

2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში 2 300 კვადრატული მეტრი ფართის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 617 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 3 კომპანიამ მიიღო. ხელშეკრულება კი შპს „ყვარელრემმშენთან“ გაფორმდა. კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხამ 555 300 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 29 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი -  ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია შედგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად ინფორმაცია დახურულია და გასაჯაროვებული ციფრებიც პირობითია. ამ ტენდერშიც გამარჯვებული  შპს „ყვარელრემმშენია“  შესყიდვის ღირებულება 405 000 ლარია.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up