ეკონომიკური ვარდნა გაფიცვებსა და პროცესების გარედან მართვის დაწყების რისკს ახალისებს

ეკონომიკური ვარდნა გაფიცვებსა და პროცესების გარედან მართვის დაწყების რისკს ახალისებს

access_time2021-05-24 10:00:26

2021 წლის პირველი 4 თვე ეკონომიკურ ვარდნასთან ერთად გაფიცვებითაც აღინიშნა. ხელფასით უკმაყოფილო შახტის თანამშრომლები, გლოვერები და ბორჯომის ჩამოსასხმელ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები ერთი მეორის მიყოლებით გაიფიცნენ. ოფიციალურად 7.2%-იანი ინფლაციის ფონზე, სოციალური პროტესტის შემდგომი აფეთქება უახლოეს მომავალშიც შესაძლებელია, რაც ასევე ზრდის პროცესების გარედან მართვის დაწყების რისკს.


აპრილში ჭიათურაში 3000-ზე მეტმა მუშამ მანგანუმის მოპოვება შეაჩერა. გაფიცულები ხელფასების 50%-ით ზრდას ითხოვდნენ. პროფკავშირების გაერთიანების ცნობით დამსაქმებელი კომპანია მხოლოდ 250 ლარით ზრდაზე იყო თანახმა, რაც 50%-ის ნაცვლად 25%-იან ზრდას ნიშნავდა. საბოლოოდ 3 დღის შემდეგ, 26 აპრილს თანამშრომლები კომპანიის შეთავაზებას მაინც დასთანხმდნენ და სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.


„ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული მაღაროს მუშები წინა წლებსიც არაერთხელ გაფიცულან. მიზეზი ყოველთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. უმთავრესი აქცენტი ხელფასზე კეთდებოდა, თუმცა ამის გარდა არანორმირებულ სამუშაო გრაფიკსა და არასათანადო უსაფრთხოების ნორმებსაც აპროტესტებდნენ. მაღაროში დასაქმებულებთან ერთად ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზეც წუხს.


წელს გაფიცულთა შორის იყვნენ სამუშაო პროცესში ჩართული ყველა რგოლის თანამშომლები: გვირაბგამყვანები, გვირაბის ამფეთქებლები, მადნის გამამდიდრებლები, სამშენებლო და სარემონტო ობიექტის თანამშრომლები, სიგნალისტები...


საბოლოო შეთანხმების თანახმად თანამშრომელთა ხელფასი თვეში 250 ლარით გაიზარდა, რასაც წელიწადში ერთხელ 250 ლარიანი ე.წ. პრემიაც დაემატება.


ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება 1879 წლიდან დაიწყო. დღეს ძველი ტექნოლოგიებით მომუშავე 4 მაღაროს, ახალი ტექნოლოგიებით მომუშავე 9 მიწისქვეშა უბანსა და 7 ღია საკარიერო უბანს „ჯორჯიან მანგანეზი“ მართავს, რომელიც ასევე ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა ფერომედს. 2020 წელს ფეროშენადნობის ექსპორტმა $247 მლნ შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 7.45%-ის ტოლია. „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელიცაა, რომელმაც იმავე 2020 წელს 1.012 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა, ჯამური მოხმარების 8.3%.


უშუალოდ „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ 2008 წელს დაარსდა. კომპანია ფეროსილიკომანგანუმს, ფერომანგანუმსა და ფეროსილიციუმს აწარმოებს. საექსპორტო ბაზარი მოიცავს როგორც დსთ-სა და ევროკავშირის ქცეყნებს, ასევე თურქეთს, აშშ-სა და იაპონიას.



2019 წელს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ შემოსავალმა 59 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 1.5 მლნ მოგება იყო. კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასებზე 3.169 მლნ დახარჯა.


მაისში საკურიერო კომპანია „გლოვოს“ თანამშრომლები წელს უკვე მეორედ გაიფიცნენ. კურიერები საბონუსე სისტემაში ცვლილებებს აპროტესტებდნენ და აცხადბდნენ რომ ცვლილებების შედეგად შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდათ. თავის მხრივ განცხადება გაავრცელა თავად კომპანიამაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყოველკვირეული საბონუსე სისტემა თითოეულ შეკვეთეზე გადანაწილდა და დღიური მაქსიმალური საათების მოცულობა 12-დან 10 საათამდე შემცირდა. კომპანიისვე თქმით, ცვლილებების მიზანს სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.


დამსაქმებელსა და კონტრაქტორებს შორის შეთანხმების მიღწევა, ამ შემთხვევაშიც მოხერხდა, თავად შეთანხმების შინაარსობრივი მხარე გარკვეულ კითხვებს ნამდვილად ბადებს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მამალაძემ გამოცემა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ კურიერები პირობითად 2 კატეგორიად იყოფიან: 1) 10-15 პროცენტი რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ და შემოსავალიც მეტი აქვთ 2) დარჩენილი 85-90 პროცენტი, რომლებიც შეიძლება სწავლობდნენ ან სხვაგანაც მუშაობდნენ რის გამოც ბონუსზე გასვლას ვერ ახერხებდნენ. მისივე თქმით, ადმინისტრაციისგან „მიიღეს გარანტია,“ რომ განახლებული სქმით მეორე კატეგორიის კურიერების ხელფასები გაიზრდებოდა, თუმცა ამ ზრდის პარალელურად პირველი კატეგორიის კურიერებს შემოსავალი შეუმცირდებოდათ. იქვე მამალაძე აცხადებს, რომ „შემცირება არ იქნება რადიკალური,“ მაგრამ რამდენია ის არარადიკალური კლება უცნობია. მაგრმა, მაღალი ალბათობით აღნიშნული გადაწყვეტილება იმ კურიერების მოტივაციაზე, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობდნენ უარყოფითად იმოქმედებს.


2019 წელს გლოვოს შემოსავალმა 7.2 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა უფრო მაღალი ხარჯების გათვალისწინებით ფინანსური წელი კომპანიამ 8.2 მლნ-ის ზარალით დაასრულა. 2020 წლის ანგარიშგება ჯერ არ გამოქვეყნებულა, უდიდესი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიურ წელს, როდესაც მოთხოვნა საკურიერო მომსახურებაზე მკვეთრად გაიზარდა შემოსავალიც გაზრდილი იქნება.


მაისის მეორე ნახევარში აქციებს „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. გაფიცვაში ყველა თანამშრომელი არ ჩართულა თუმცა ადმინისტრაციამ „პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“ ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა.


გაფიცული 350 თანამშრომელი აცხადებს, რომ ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ, ხელფასები 50%-ით შემცირდა და არც ზეგანაკვეთურ სამუშაოს უნაზღაურებს ვინმე. ხელმღვანელობა საპირისპიროს ამტკიცებს. მათი თქმით, ქარხანაში ხელფასები შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურთან შედარებით 30-40 პროცენტით მეტია.


2019 წელს ბორჯომის შემოსავალმა 140 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება 17.3 მლნ იყო.


რომელია უფრო დიდი პრობლემა კომპანიის მიერ გადახდილი დაბალი შრომის ანაზღაურება თუ ის ფაქტი, რომ ადამიანები იძულებულები ხდებიან ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის რისკის სანაცვლოდ 800-1000, ან სულაც 400-500 ლარიან შეთავაზებას დასთანხმდნენ მემარცხენე და მემარჯვენე ორიენტაციის ადამიანებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.


სოციალისტები მარტივად თვლიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, მინიმალური ხელფასის დაწესებით ან სხვა რაიმე რეგულაციით პრობლემა მყისიერად მოგვარდება. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ მსგავსი მცდელობები უმეტესად კრახით სრულდება და პირველ რიგში სწორედ ყველაზე მოწყვლადი ფენა ზარალდება. საპირისპიროდ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში შრომაზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც ავტომატურად იზრდება.


ორგანიზებულ გაფიცვებს, რასაც წინ ჰესების საწინააღმდეგო ფართო კამპანია უძღოდა, გააჩინა ეჭვი, იმის შესახებ, რომ პროცესების უკან სხვა დგას, სხვა ქვეყნის სპეცსამსახური.  ასეთი სხვა შეიძლება მხოლოდ ერთი მტრულად განწყობილი ჩრდილო მეზობელი იყოს, ის ვისაც არ სურს საქართველოში რამე მუშაობდეს, რამე ფუნქციონირებდეს და ვინც ადამიანების რეალურ გაჭირვებას, რეალურ მძიმე სოციალურ პირობებს თავის სასარგებლოდ იყენებს.


სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად ერთადერთი ეფექტიანი მეთოდია, საშუალო შემოსავლიანი ადამიანის რაიმე ტიპის პროვოკაციაზე წამოგება კი ბევრად უფრო რთულია. 12 თვიანი ვარდნის შემდეგ მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, ესეც შარშანდელი 3.7%-იანი კლების ფონზე. სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, რაც ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა, საქართველოს შემთხვევაში კი 2019 წლის დონესთან დასაწევად არასაკმარისი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up