“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

access_time2019-05-24 16:00:07

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.



— რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მხოლოდ არჩევნები წინ — ამ კითხვით “კომერსანტმა“ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.


ფრაქცია ქართული ოცნების წევრი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე აცხადებს რომ ჭიათურაში შექმნილი ვითარება არასახარბიელოა და სიტუაცია ჩიხშია შესული.


დღეების განმავლობაში მე და ქალაქის მერი მედიატორის როლს ვასრულებდით, თუმცა კომპანია არ წამოვიდა იმ დათმობაზე, რომელიც დასაქმებულების მხრიდან იყო გაჟღერებული. ეს ხალხი ამ მდგომარეობამდე უყურადღებობის და არასწორი კომუნიკაციის გამო მივიდნენ. ადამიანი, რადგან უკიდურეს ზომას ღებულობს, ე.ი აქვს ამის მიზეზი და საბაბი. მე მომდიოდა ინფორმაცია, რომ იქ რაღაც არასწორად ხდებოდა და კომპანიისადმი ჩემი არაერთი თხოვნისა, ისინი ამბობდნენ, რომ კომუნიკაცია აქვთ მუშებთან და ყველა საკითხს აგვარებენ, თუმცა ვნახეთ როგორც არის მოგვარებული.


- თქვენ, პირადად, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მაღაროელების შრომითი უფლებები ყოფილიყო დაცული?


- თქვენ რასაც მეუბნებით არ არის მარტივი, იმ სამუშაო ჯგუფში ვიყავი, სადაც შრომის უსაფრთხოების კოდექსი იწერებოდა და პროცესში მონაწილეობას ვღებულობდი. ჭიათურაში გაფიცვები ახლა არ დაწყებულა და 2013 წლიდან ჩართული ვარ ამ  პროცესებში. შესაბამისად, კომპანიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჰიგიენის,  ტრანსპორტირების,  ასევე სახელფასო მატების კუთხით. მე ამ ადამიანების ინტერესებს ვიცავდი და დავიცავ მომავალშიც. შრომის უსაფრთხოების კუთხით ჩვენ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ, თუმცა მარტო კანონის მიღება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია როგორ ხდება აღსრულდება.


- 15 დღის (ან ღამის) განმავლობაში 12-საათიან ცვლაში, ოფიციალური შესვენების გარეშე მუშაობა არის თუ არა საკანონმდებლო ხარვეზი?


- ეს ნამდვილად დარღვევაა თუმცა, როგორც კომპანია ამტკიცებს ეს არის ნებაყოფლობითი, თუ ვინმეს არ აქვს სურვილი, შეუძლია არ იმუშაოს.


- თუ რეალურად მიმართავდით აღმასრულებელ ხელისუფლებას, თქვენი აზრით, რატომ არ რეაგირებს დარღვევებზე?


- თუ ჩვენ საკითხს ხისტად მივუდგებით, მაშინ საწარმოო პროცესი უნდა გავაჩეროთ. აქ უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი იმისთვის, რომ წარმოების პროცესი არ გაჩერდეს და, პლუს, მოაგვარონ სოციალური  და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები. სამუშაოს პროცესის გაჩერების გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ, დაზიანდება ეკონომიკაც და დასაქმებულებიც. ძნელია ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემის მოგვარება.



- ადამიანი უფრო მნიშვნელოვანი არ არის? შექმნილი ვითარება არის თუ არა თქვენი და დეპუტატების პასუხისმგებლობა?


- იქ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ყველას პასუხისმგებლობა იკვეთება. გარკვეული ხარვეზები ჩვენი მხრიდანაც იყო - სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ, კანონში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში  საქმე გვაქვს არა საკანონმდებლო ხარვეზთან, არამედ კომპანიის მხრიდან პრობლემების  იგნორირებასთან.


ნინო წილოსანი


- როგორ აფასებთ ჭიათურაში შექმნილ ვითარებას?


- ლეგიტიმურად მივიჩნევ დასაქმებულების მოთხოვნას ჰქონდეთ ღირსეული პირობები და ღირსეული ანაზღაურება. მძიმე სანახავია რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანები იმყოფებიან. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში ბიზნესი საკმაოდ მყიფეა და არ ვარ ჩახედული რამდენად აქვს კომპანიას იმის შესაძლებლობა, სრულად დააკმაყოფილოს გაფიცულების მოთხოვნები. არასერიოზული იქნება იმის თქმა, რომ კომპანიამ აუცილებლად დააკმაყოფილოს ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ანაზღაურების საკითხს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის საკითხიც არ არის დარეგულირებული. ერთი რაც უნდა მოხდეს, არის კონსენსუსი და ეტაპობრივად პირობების გაუმჯობესება.


- შექმნილ ვითარებაში ხედავთ თუ არა თქვენი და დეპუტატების პასუხისმგებლობას?


- ჩემი ინფორმაცია საკითხისადმი არის ზედაპირული და მხოლოდ მედიიდან და ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გესაუბრებით. ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება თუ პარლამენტი გამოიყენებს ისეთ ინსტიტუტს როგორიც თემატური მოკვლევაა და დეტალურად შევა საკითხის განხილვაში. პარლამენტის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ერთი ან მეორე მხარისთვის დამანგრეველი. ვფიქრობ, რომ ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, თუნდაც შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი. თუმცა მეორე ნაწილია რამდენად სწორად ხდება მისი აღსრულება და ამასთანავე ჩვენი ვალდებულებაა მასზე ზედამხედველობა. დათმობაზე უნდა წავიდეს თავად კომპანია და ასევე დათმობაზე უნდა წავიდნენ გაფიცულებიც, რადგან იმ მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, სადაც თითქმის ყველა წარმოება და განსაკუთრებით დიდი ინდუსტრიები მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობენ, ალბათ, შეუძლებელი იქნება სრულად ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა. ამასთან, ის პირობები, რაც შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაშია ჩადებული, პირველ ეტაპზე ქმნის იმის წინა პირობას, რომ ადამიანების სიცოცხლე იყოს დაცული.



- თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის შრომით უფლებებს იცავს, მაში რა ხდება ჭიათურაში ?


- ჩვენს მიერ მიღებული კანონმდებლობა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდება სათანადო აღსრულება . ვაცხადებ, რომ ეს იყო პირველი ეტაპი იმისთვის, რომ  სათანადო და ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ დასაქმებულებისთვის. ყველაფრის ერთბაშად გაკეთება მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი საკმაოდ მყიფეა, იქნება აბსურდული და არა გონივრული სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვენლოვანია აღსრულების ნაწილის გაძლიერება და შემდეგ ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს სამეწარმეო კულტურაში ამის გადატანა იმიტომ, რომ ბიზნეს სექტორმაც გააცნობიეროს, რომ ცვლილების გარეშე ვერ მიეცემათ ნორმალურად მუშაობის საშუალება და ვერც ქვეყანა  განვითარდება ადეკვატურად.


კიდევ ერთი მმართველი გუნდის წევრი ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ირაკლი ბერაია. „ქართული ოცნების“ წევრს ნინო წილოსანის მსგავსად გაფიცული მაღაროელების შესახებ ინფორმაცია მასაც მედიისგან ჰქონდა. ამ მიზეზით პარლამენტარმა საუბარი არ ისურვა:


- არ ვიცი ვერ გეტყვით , თემას არ ვიცნობ და ვერ ვისაუბრებ. მედიის საშუალებით მაქვს ინფორმაცია და  კომპეტენტური პასუხი, რომ გაგცეთ დეტალები უნდა ვიცოდე. არც მაჟორიტარი ვარ.  


- ადამიანები მერვე დღეა შიმშილობენ და პირი ამოიკერეს  - ეს არ არის სახელმწიფოს და თქვენი, როგორც დეპუტატის  პასუხისმგებლობა?


- თუ არ ვცდები ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი, მე არ ვიყავი მაშინ საქართველოში. მათ, რომ დაუკავშირდეთ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, პირის ამოკერა ცუდი ფაქტია. თუმცა, კომენტარი რომ გავაკეთო საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, ვისაც თემატურად ეხება საკითხი.


- ამ ადამიანებმა არჩევნებში თქვენ დაგიჭირეს მხარი...


- მე წარმოვადგენ სხვა მაჟორიტარულ ოლქს. მეუბნებით რომ მე ამირჩიეს ჭიათურის მოსახლეობამ. მე კი არა ქართული ოცნება აირჩიეს.


- თქვენ ქართულ ოცნებას არ წარმოადგენთ ?


მოსახლეობამ რომ „ქართული ოცნება“ აირჩია დღეს ამ თემაზე რატომ მესაუბრებით?  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან რომ გაარკვიოთ საკითხი, უმჯობესი იქნება


ბაჩო ადამია






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up