გაფართოებული მანდატის მქონე შრომის ინსპექციას ბიზნესი მომზადებული კადრებით უნდა დახვდეს - ევროპული ბიზნესასოციაცია გადამზადების პროგრამების შეჩერებაზე საუბრობს

გაფართოებული მანდატის მქონე შრომის ინსპექციას ბიზნესი მომზადებული კადრებით უნდა დახვდეს - ევროპული ბიზნესასოციაცია გადამზადების პროგრამების შეჩერებაზე საუბრობს

access_time2020-07-20 12:30:37

 „ აუცილებელია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების პროცესის დაჩქარება, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს და განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, როდის და რა ფორმით იგეგმება სწავლის განახლების პროცესი - რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად განჭვრეტადი და უფრო მეტად აღარ დაზიანდეს ბიზნესი,“ - ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ჯონ ჰიუგო ბრაეკეველდტმა ასოციაციის პოზიცია გაავრცელა.


შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური“, თუმცა, დღესდღეობით იმ სასწავლო ორგანიზაციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების პროგრამას ახორციელებენ, უკვე მეექვსე თვეა შეჩერებული აქვთ ეს საქმიანობა და სასწავლებლები მოლოდინის რეჟიმში არიან.


ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ გადამზადების პროგრამების შეჩერების საკითხი პრობლემურია, რადგანაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ბიზნეს ოპერატორის შემოწმებისას დარღვევად ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არარსებობა კომპანიაში, მაშინ როცა შრომის ბაზარზე სპეციალისტების დეფიციტია შექმნილი.

 

„შრომის უსაფრთხოების კუთხით კულტურის ამაღლება კვლავ გამოწვევად რჩება და მხოლოდ ინსპექტორთა მანდატის გაფართოებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. კულტურის ამაღლება ხანგრძლივი პროცესია და მის დასაჩქარებლად, უპირველესად, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების გაზრდისთვის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა საჭირო შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან.



COVID-19-ის შედეგად შექმნილი მდგომარეობის ფონზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა შრომის უსაფრთოების სტანდარტების და ჰიგიენის ნორმების დაცვამ. ასეთ დროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ჩართვა და კორონავირუსის უარყოფითი ეფექტის შემცირებაში მონაწილეობა შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.


პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭიროა ქვეყანაში იყოს საკმარისი რაოდენობის გადამზადებული და მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც დაეხმარება ბიზნესს უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნაში, რაც შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების პროგრამების შეჩერებით ფაქტობრივად შეუძლებელია.


ამათან, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქვეყანაში აქტიურად განიხილება შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების საკითხი, აუცილებელია, რომ გაფართოებული მანდატის მქონე შრომის ინსპექციას ბიზნესი დახვდეს სათანადოდ მომზადებული კვალიფიციური კადრებით,“- განმარტავს ჯონ ჰიუგო ბრაეკეველდტი.


ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. მისი მისია მოიცავს საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირებას, საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up