გაერთიანებულმა სამეფომ იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის პირველი მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებაა ბრექსითის შემდეგ.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებით იაპონიასთან ვაჭრობა 15,2 მილიარდი ფუნტით ( 16.5 მილიარდი ევრო )გაიზრდება. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ბიზნესებს იაპონიაში ექსპორტის 99%-ის უტარიფოდ გატანის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება დღეს, დიდი ბრიტანეთის საერთაშორსო ვაჭრობის მინისტრ ლიზ თრასსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ მოტეგი ტოშიმიცუს შორის გამართული ვიდეო ზარის დროს მიიღეს.
BPN.GE