კორუფცია, მაქინაციები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მილიონობით პრემიები წყალმომარაგების კომპანიაში - ხელისუფლება ისევ დუმს !

კორუფცია, მაქინაციები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მილიონობით პრემიები წყალმომარაგების კომპანიაში - ხელისუფლება ისევ დუმს !

access_time2020-01-06 14:00:46

საქართველოს ორი ზამთრის კურორტი - ბაკურიანი და გუდაური ტურისტულ სეზონს უწყლოდ შეხვდა. წყალმომარაგების აღსადგენად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის, გუდაურში „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა. ბაკურიანში კი წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. თუმცა კურორტები უკვე უამრავმა ტურისტმა დატოვა და სასტუმროების უმრავლესობა ცარიელია.


აქტიური სეზონის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებდნენ, რომ დაბა ბაკურიანში, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულდა და „ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებდნენ“. თუმცა, 2019 წლის 31 დეკემბრიდან  ბაკურიანში და გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს, რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ.


საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იმყოფება, კურორტებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი ხდება. კომპანიის ათწლიანი ისტორიის მანძილზე ის არაერთხელ ფიგურირებდა კორუფციული სქემის, დაუსაბუთებელი პრემია-დანამატების გაცემის და თანამშრომელთა უსაფუძვლო გათავისუფლების ფაქტებში.


რამდენიმე თვის წინ, „კომერსანტთან“ საუბრისას წყალმომარაგების კომპანიის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლის ადვოკატი ნინო ლიპარტია აცხადებდა, რომ 2018 წლის მაისის ბოლოს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ახალი დირექტორი ეკატერინე გალდავა დაინიშნა და ამ პერიოდიდან აქტიურად დაიწყო ახალი თანამშრომლების მიღება და მათზე დაუსაბუთებელი პრემია-დანამატების გაცემა.



„სახელფასო ანაზღაურების გარდა  პრემია დანამატები დაუსაბუთებლად, მათ შორის, იმ პირებზე გაიცემოდა, რომლებიც გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. პრემია-დანამატების მიღების წესი და ობიექტური კრიტერიუმები  ორგანიზაციის მიერ შემუშავებული  არ იყო. შინაგანაწესში შესაძლებელი იყო ფულადი ჯილდოს გაცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. პრემიისა და ყოველთვიური დანამატის გაცემას დოკუმენტი არ ითვალისწინებდა“, - აცხადებდა ნინო ლიპარტია.


ასევე აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ინფორმაციით, კომპანიიდან 60 თანამშრომელი გათავისუფლდა. კომპანიის ინფორმაციით, რეორგანიზაციას საფუძვლად დაედო ეკონომიკური გარემოება, ამიტომ აუცილებელი გახდა ფინანსების დაზოგვა და შემცირება. თუმცა, ეკატერინე გალდავას ერთწლიანი დირექტორობის პერიოდში, კომპანიის თანამშრომლებზე გაცემული პრემია-დანამატების რაოდენობამ 1 700 000 ლარი შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანიაში თითქმის არასოდეს ჩატარებულა კონკურსი და სამუშაოზე აყვანა დირექტორის უფლებამოსილების ფარგლებში ხდებოდა.


კომპანიაში პრემია-დანამატების გაცემის თემა, მანამდეც აქტუალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია წელს ყოველთვის ზარალით ასრულებდა. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მწვავე ფინანსური პრობლემებისა, 2013 წელს კომპანიაში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე 14,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო დანამატების სახით გაცემულ იქნა 2,9 მილიონამდე ლარი. 2014 წლის განმავლობაში ხელფასებში გაიცა 18,2 მილიონამდე ლარი, ხოლო დანამატის სახით - 2,5 მილიონ ლარზე მეტი.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოვლენილი იქნა, რომ აღნიშნულ უწყებაში 2013-2014 წლებში ადგილი ჰქონდა ფინანსურ მაქინაციებს. შსს-ს ინფორმაციით „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამზრახველებთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კომპანიის კუთვნილი 2 227 887 ლარი მიითვისა. ამ დროს, კომპანიის ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი იყო. საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილი მთავარი ბუღალტერის, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილის განცხადებით, არჩილ ცაბუტაშვილმა დაკითხვისას რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი ახსენა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილი ყოფილი მინისტრების, ელგუჯა ხოკრიშვილისა და დავით შავლიაშვილის ახლო მეგობარი იყო.


მიუხედავად კომპანიაში არსებული ფინანსური მაქინაციებისა, კორუფციული სქემისა, ათეულობით მილიონიანი  ზარალისა (კომპანიის ზარალმა 2018 წელს 52,9 მილიონი ლარი შეადგინა) და როგორც აღმოჩნდა წყალმომარაგების სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა, მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2015 წელს კომპანიის ბიუჯეტი 80 მლნ. ლარი იყო, 2016 წელს - თითქმის 119 მლნ. ლარზე მეტი გახდა, 2017 წელს - 120 მლნ ლარი, 2018 წელს - 150 მლნ. ლარი, ხოლო 2019 წელს 163 მლნ. ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, 2020 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის “ ბიუჯეტი დაახლოებით 38 მილიონი ლარით იზრდება.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up