საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. ამ პოსტზე მან ეკატერინე გალდავა შეცვალა.აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.
გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტეკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში.
ცნობისთვის, კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის განმარტებული, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების, კერძოდ, კი ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.