გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 8 მილიონი მოხმარდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 8 მილიონი მოხმარდება

access_time2021-10-12 15:50:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.



„ამჯერად ქალაქ ტყიბულში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი სისტემების მშენებლობა.



პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.




ტყიბულში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება შაორის წყალსაცავიდან ხორციელდება, საიდანაც მარაგდება ქალაქის დაახლოებით 70%.



ქალაქში არსებული სათავე ნაგებობა აშენებულია 1958 წელს და რეაბილიტაციას საჭიროებს. უამინდობის დროს სათავზე წყალი იმღვრევა, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.



აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული და ახალი რეზერვუარების, სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია- მშენებლობა, გარდა ამისა მოეწყობა მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.



შედეგად, ტყიბულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up