გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 39 ახალ პროექტს იწყებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 39 ახალ პროექტს იწყებს

access_time2019-10-10 15:20:19

„განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მიუხედავად, კომპანიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ქვეყნის მასშტაბით წყლისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. რეგიონებში სამუშაოები აქტიურ რეჟმში გრძელდება რათა წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზებასთან ერთად, გამართული საკანალიზაციო ქსელები მოეწყოს,“- ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ დღეს პარლამენტში, კომპანიის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყამომარაგების კომპანია ავრცელებს.



„ამ დროისთვის, კომპანიის ოპერირების არეალში წყალარინების სისტემით უზრუნველყოფილია დაახლოებით 60%-70%. დაფარვის არეალში წყალარინების სისტემის 80% საჭიროებს რეაბილიტაციას. კომპანიამ შეიძინა ქსელების სარეაბილიტაციო გასაწმენდი ავტომობილი (კროლი), რომლის სიმძლავრის ანალოგიც საქართველოში არ მოიპოვება. სპეცტექნიკა კომპანიის ბალანსზე არსებული გაბიდნული წყალარინების ქსელების გაწმენდას უზრუნველყოფს, რომელიც ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადებს, ხოლო ქსელები, რომელიც არ ექვემდებარება სპეცტექნიკით ექსპლუატაციაში დაბრუნებას, საჭიროებს სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოებს“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.





ეკატერინე გალდავამ წყალარინების კუთხით რეგიონებში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, სრულიად ახალი, გამართული საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.




„ამბროლაურის წყალარინების ქსელის მშენებლობას ვგეგმავთ, ფოთში კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე ვგეგმავთ აბაშაში ახალი ქსელი გაკეთდეს საცხოვრებელი კორპუსებისთვის. მარტვილში, როგორც წყალარინების ქსელის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა არის დაგეგმილია, გარდა ამისა გაკეთდება დაბა ჯვარის კანალიზაციის კოლექტორი და გამწმენდი ნაგებობა, მესტიაში კი წყალარინების გამწმენდი. გორსა და ხაშურში მოეწყობა როგორც წყალარინების ქსელი, ასევე გამწმენდი ნაგებობები. საკმაოდ მოცულობით სამუშაოები ჩატარდება იმერეთის რეგიონში, კერძოდ - ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ჭიათურაში, სადაც გაკეთდება როგორც წყალარინების ქსელები, ასევე აშენდება ახალი გამწმენდი ნაგებობები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩვენ მოვიცავთ დუშეთსა და დაბა ყაზბეგს. ასევე, კახეთში, ყვარელში ვგეგმავთ სრულიად ახალი ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას. გურიის რეგიონს რაც შეეხება, ჩოხატაურში მოეწყობა ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი გვაქვს ბაკურიანის წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა“, -განაცხადა ეკატერინე გალდავამ.



წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით სულ 39 ახალი პროექტი დაიწყება. 2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, დამატებით 70 ათას აბონენტს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.










დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up